ავტორი:

რა საიდუმლოს ინახავს 1000 წლის წინანდელი ჩაძირული ირლანდიური ტაძარი - "ქარის ძლიერი ნაკადი საუკუნეების მანძილზე ქვიშით ფარავდა მას"

რა საიდუმლოს ინახავს 1000 წლის წინანდელი ჩაძირული ირლანდიური ტაძარი - "ქარის ძლიერი ნაკადი საუკუნეების მანძილზე ქვიშით ფარავდა მას"

ირლანდია უძველესი და წარმოუდგენლად მდიდარი ისტორიის ქვეყანაა, რომელიც მეცნიერთა დიდ ინტერესს იწვევს. მისი პრეისტორიული ფესვებიდან და კელტური იდენტობიდან, ვიკინგების შემოსევებამდე და რევოლუციურ ომებამდე, ის რეალურად ისტორიის წიგნია. მის მიწებზე, სადაც ყოველი ქვა სულიერებითაა სავსე, ბევრი ქრისტიანული მონასტერია. კუნძულ Inis Oirr-ზე არის ერთ-ერთი ასეთი, ყოველმხრივ უნიკალური ეკლესია, რომელსაც ჩაძირულ ეკლესიას, წმინდა კავანს უწოდებენ.

ინიშ ოირას ხიბლი

ეკლესია დასავლეთ სანაპიროზე, მიტოვებული, მაგრამ ლამაზ კირქვის კუნძულზე მდებარეობს. ზოგადად ინიშ ოირაზე ბევრია ეკლესიებისა და მონასტრების ნანგრევები. იქ შეგხვდებათ სიწმინდეები და ქრისტიანული ტაძრები, აგრეთვე უძველესი ხანის გალავანი და ციხესიმაგრეები, რომლებიც სავსეა იდუმალი ლეგენდებით. კუნძულზე მხოლოდ 250 მოსახლეა. იქ გატარებული მოკლე დროშიც კი მიხვდებით, რომ კუნძული წარმოუდგენლად მიმზიდველია ბერებისთვის, რომლებიც ღმერთთან დაახლოებას ცდილობდნენ.

ინიშ ოირა არის უნიკალური კულტურისა და ირლანდიური მემკვიდრეობის კომბინაცია, რომელიც ხიბლავს ყველას, ვინც კუნძულს ესტუმრება. ეს ადგილი ცნობილია მომხიბლავი პეიზაჟებით, ქვიშიანი პლაჟებით, უძველესი ნანგრევებითა და უნიკალური ფლორით.

წმინდა კავანის ეკლესია

ინიშ ოირას ჩაძირული ეკლესია ყველაზე ცნობილია მისი მფარველის კავანის სახელით. ამ წმინდანის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. ისტორიკოსები თვლიან, რომ ის იყო წმინდა კევინ გლენდალოუს ძმა. ლეგენდების მიხედვით, წმინდა კავანი ცხოვრობდა კუნძულზე, სადაც დააარსა სამონასტრო საზოგადოება. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ის იყო მკაცრი ბერი, რომელიც ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას და თავი ღმერთს მიუძღვნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივებმა დაიწყეს მისი, როგორც წმინდანის თაყვანისცემა. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ კავანის გარდაცვალების თარიღი 865 წელია. იგი დაკრძალეს იქვე, მოკრძალებულ ქვის სამარხში, კუნძულის აღმოსავლეთ კიდეზე. ერთი საუკუნის შემდეგ ამ ადგილას ეკლესია აშენდა, რომელსაც მისი სახელი ეწოდა.

ჩაძირული ეკლესიის საიდუმლო

ეკლესია ძალიან ახლოს იყო ინიშერის ქვიშიან სანაპიროსთან. ქარის ძლიერი ნაკადი საუკუნეების მანძილზე ქვიშით ფარავდა მას. მიტოვებული შენობა თანდათან გაქრა თვალთახედვიდან და ისტორიამ ის სრულიად დაივიწყა.

ახლახან არქეოლოგებმა სამუშაოების დროს ეკლესია მიწისგან გაათავისუფლეს და ტაძარზე ადგილობრივი მოსახლეობა ზრუნავს. თუმცა, ის მიწის დონიდან რამდენიმე მეტრის ქვემოთ მდებარეობს და თითქოს ჩაძირულია. სწორედ აქედან გაჩნდა სახელი - ჩაძირული ეკლესია. ის აბსოლუტურად უნიკალურია. მისი საკურთხეველი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახულია ირლანდიაში, თუმცა ის ფაქტობრივად ნანგრევებშია. ქვის კედლების ნაშთები შესანიშნავად ასახავს იმ დროს პოპულარულ კლასიკურ არქიტექტურულ სტილს, ისევე როგორც ირლანდიურ არქიტექტურულ ტრადიციებს.

სამწუხაროდ, მის სილამაზეს მხოლოდ საკურთხეველი და მის გარშემო არსებული სივრცე შემორჩა. გათხრებმა აჩვენა, რომ შენობა მე-11 საუკუნეში გადააკეთეს. დღესდღეობით ნათელი მაგალითია იმისა, რომ ინიშიერში იმ დროს რელიგიური ცხოვრება ყვაოდა. გაცვეთილი ქვები შეიცავს უძველესი წარსულის გამოძახილს, აქ შეგიძლიათ იგრძნოთ სულიერი ერთიანობა ღმერთთან.

ეკლესიიდან არც ისე შორს მდებარეობს წმინდა კავანის საფლავი. ეს არის პატარა ქვის საფლავი, სადაც ყველას შეუძლია კიბეებზე ჩასვლა და წმინდანის პატივისცემა, ასევე სიმშვიდით დატკბობა.

ჩაძირული ეკლესიის გარდა იქ ბევრია სანახავი: ლეგენდებით გაჟღენთილი თვალწარმტაცი პეიზაჟები, მე-14 საუკუნის ო'ბრაიენის ციხის ნაშთები, წმინდა ფიაკრას ჭა და შთამბეჭდავი შუქურა. ინიშ ოირა არის პატარა კუნძული დიდი ისტორიით.