ავტორი:

რუსეთში, სკოლის მოსწავლეს, ავტოფარეხის კარზე წარწერის გამო, 3,5 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - პუტინის რეჟიმის ტყვეები

რუსეთში, სკოლის მოსწავლეს, ავტოფარეხის კარზე წარწერის გამო, 3,5 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - პუტინის რეჟიმის ტყვეები

რუსეთში, სასამართლომ სკოლის მოსწავლეს, 17 წლის ლიუბოვ ლიზუნოვას სამ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო 19 წლის ალექსანდრე სნეჟკოვს - 6 წლით - ისინი ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით ახალგაზრდებმა ჩიტას გარეუბანში მდებარე ავტოფარეხის კედელზე "შეუსაბამო" წარწერა - "სიკვდილი რეჟიმის" დაწერეს. მათ ასევე ბრალი ედებათ "ტელეგრამის" არხების ადმინისტრირებაში, სადაც აქვეყნებდნენ ახალ ამბებს ანტისაომარი მოქმედებების შესახებ."

ახალგაზრდების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ერთდროულად სამი მუხლით აღიძრა: მოწოდებები ტერორისტულ ქმედებებზე (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლი), ექსტრემიზმი (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლი), და პოლიტიკური სიძულვილი (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

ლიუბოვ ლიზუნოვა შინაპატიმრობაში, ალექსანდრე სნეჟკოვი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში 2023 წლის იანვრიდან იმყოფებოდა: უშიშროების ძალებმა განაცხადეს, რომ ის რუსეთის დატოვებას ცდილობდა. სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 23 წლის ვლადისლავ ვიშნევსკისაც.

ადამიანის უფლებათა პორტალის "OVD-Info“-ს მიხედვით, ამჟამად 900-ზე მეტი ადამიანია დაკავებულია იმის გამო რომ ეწინააღმდეგებიან ომს უკრაინაში ომს. უფლებადამცველების თქმით, 2023 წელს რუსეთში თითქმის შვიდჯერ მეტი სასჯელი იქნა გამოტანილი ომის საწინააღმდეგო მუხლებით, ვიდრე 2022 წელს.

იხილეთ ასევე: