ავტორი:

მკვლელობა ცნობილ ნარკობარონთან ურთიერთობის გამო - 23 წლის ეკვადორელი მოდელი კაფეში ჩაცხრილეს

მკვლელობა ცნობილ ნარკობარონთან ურთიერთობის გამო - 23 წლის ეკვადორელი მოდელი კაფეში ჩაცხრილეს

"მის ეკვადორის" ყოფილი კონკურსანტი შეიარაღებულმა პირებმა რესტორანში მოკლეს. 23 წლის ლენდი პარრაგა მეგობართან ერთად სასადილოდ იმყოფებოდა, როცა შენობაში ორი მამაკაცი შეიჭრა, ერთ-ერთმა მათგანმა პარრაგას ესროლა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თავდასხმა გასულ კვირას მოხდა. დამნაშავეები ადგილიდან მიიმალნენ.

დანაშაულის სავარაუდო მოტივად პარრაგასა და ცნობილ ნარკობარონის, ლეანდრო ნორეროს ურთიერთობა დასახელდა. 2023 წლის 14 დეკემბერს ეკვადორში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 31 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი ლეანდრო ნორეროსთვის მუშაობდა. სასამართლო პროცესზე თავად ნორეროს პირადი მიმოწერაც ამოიღეს:

"თუ ჩემი ცოლი მის სახელს გაიგებს, შარში ვიქნები. მეგობარო, მისი სახელი არსად არ უნდა გაჟღერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი სამყარო დაინგრევა“ - ვკითხულობთ შეტყობინებაში, რომელიც ნორერომ ტავის ბუღალტერს, ჰელივე ანგულოს გაუგზავნა. თავად ნორერო 2022 წელს, 6-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხეში მოკლეს.

პარრაგას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ბოლო წლებში ეკვადორში მკვლელობის მაჩვენებელი რეკორდულ დონემდე გაიზარდა. თავების მოკვეთა, პორტებში ხოცვა-ჟლეტა, საჯარო ჩამოხრჩობა და წამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არასამთავრობო ორგანიზაციის Crisis Group-ის გასული წლის მოხსენების თანახმად, ეკვადორის ღარიბ რაიონებში ბევრი ოჯახის საარსებო წყარო სწორედ ნარკობიზნესზეა დამოკიდებული.