ავტორი:

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ. მმართველი პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი დახვდათ, რის გამოც შეკრებილებს "ქართული ოცნების” ოფისთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

მმართველი პარტიის ოფისთან მისვლით აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლება, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

აქციის მონაწილეები განვლილი დღეების განმავლობაში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

ისინი კვლავ „ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებიან და როგორც აცხადებენ, პოლიციელებს, რომლებიც შსს-ს ბრძანებას არ შეასრულებენ და ამის გამო “თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ისინი შესაბამის ხელფასს აუნაზღაურებენ".

“პოლიცია, თუნდაც ბოლო წამს, თუ დაიჭერს ხალხის მხარეს, იქნება მართალი. ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც არ შეასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებას და თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ჩვენ შესაბამის ხელფასს ავუნაზღაურებთ. მათ უნდა გაიაზრონ ის, რომ პოლიციელის პროფესიის მთავარი მიზანი ხალხის დაცვაა. ჩვენ უკანონოდ დაკავებული ხალხის გათავისუფლებას ვითხოვთ”, - განაცხადეს აქტივისტებმა.

“მონებო”, - სკანდირებენ აქციაზე შეკრებილები.