ავტორი:

ქრისტე აღდგა! - მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის პირველი კადრები

ქრისტე აღდგა! - მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის პირველი კადრები

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:10 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

  • ნახეთ:

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათზე ჩამოიტანენ

ნახეთ პირველი კადრები იერუსალიმიდან