ავტორი:

AMBEBI.GE გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

AMBEBI.GE გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 5 მაისს უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.

მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქიდან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

AMBEBI.GE გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!