ქალიშვილობა აუქციონით გაიყიდა

ქალიშვილობა აუქციონით გაიყიდა

მსოფლიოში ქალიშვილობის ინტერნეტ-აუქციონით გაყიდვის მორიგი შემთხვევა მოხდა.

18 წლის უნგრული წარმოშობის გოგონამ აუქციონ eBay-ს მეშვეობით პირველი ღამე 320 ათას დოლარად გაყიდა.

გოგონას ქალიშვილობის შესაძენად ორი  ბრიტანელი და ირლანდიელი მამაკაცი იბრძოდა. საბოლოოდ გამარჯვება ნისლიანი ალბიონის წარმომადგენელს დარჩა. 

როგორც თავად გოგონა აღნიშნავს, ფული მას სწავლის საფასურისა და ვალების დასაფარად სჭირდება, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ორივე მამაკაცი მას ცოლობას სთხოვდა, მაგრამ ამ ეტაპზე მის გეგმებში გათხოვება არ შედის.

ანალოგიური შემთხვევა შარშანაც მოხდა, როდესაც  რუმინეთის 18 წლის მოქალაქემ თავი ეროტიკულ-აუქციონზე გამოიტანა. მაშინ ვაჭრობა სამი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, 90 ცენტით დაიწყო და 8 800 ფუნტი სტერლინგით დასრულდა. მაშინ გოგონას ქალიშვილობა 45 წლის ბოლონიელმა ბიზნესმენმა იყიდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს