მეცნიერებმა "ალმასის პლანეტა" აღმოაჩინეს

მეცნიერებმა "ალმასის პლანეტა" აღმოაჩინეს

ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა პლანეტა აღმოაჩინეს, რომლის ზედაპირიც შესაძლოა ალმასით იყოს დაფარული.

პლანეტაზე ალმასის არსებობის შესახებ დასკვნა მეცნიერებმა პლანეტის ატმოსფეროზე დაკვირვების შემდეგ გააკეთეს. მეცნიერები პლანეტის ატმოსფეროს,  ნასას ტელესკოპის - "სპიტცერის"- საშუალებით აკვირდებოდნენ. გამოვლენილი ობიექტი დედამიწიდან 1200 სინათლის წელიწადის მოშორებით მდებარეობს, რაც კოსმოსური გათვლებით შორი არ არის.

"არსებობს ყველა საფუძველი იმისთვის რომ პლანეტა და მასზე არსებული მთები, ალმასისგან შედგება", - ამბობს მკვლევარების ჯგუფის წევრი ნიკუ მადჰუსუდჰანი.

გაირკვა, რომ პლანეტის ატმოსფეროს ნახშირბადის უჩვეულოდ მაღალი შემცველობა აქვს. ჩატარებულმა გათვლებმა აჩვენეს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ციური სხეულის ზედაპირი ალმასებისა და გრაფიტისგან შედგება.

ამჟამად მეცნიერებისთვის ცნობილია 500-ზე მეტი ე.წ. "ეგზოტიკური" პლანეტა, რომელიც ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარეობს. მათი შემადგენლობის გაგებისთვის საჭირო ანალიზის მეთოდები და ინსტრუმენტები მხოლოდ ცოტა ხნის წინ გახდა მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს