ჩელსი კლინტონის ქორწილს პასტორი და რაბინი ერთად უძღვებოდნენ

ჩელსი კლინტონის ქორწილს პასტორი და რაბინი ერთად უძღვებოდნენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და ამჟამინდელი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ერთადერთი ქალიშვილი - 30 წლის ჩელსი - ძველ მეგობარს, ბანკირ მარკ მეზვინსკის გაჰყვა ცოლად.

საქორწინო ცერემონია ნიუ-იორკის შტატში, ასტონ კორტესის მამულში გაიმართა. მას ერთდროულად უძღვებოდნენ კათოლიკე პასტორი და რეფორმისტი რაბინი, რადგან ჩელსი, დედის მსგავსად, ქრისტიანული მეთოდისტური ეკლესიის წარმომადგენელია, მეზვინსკების ოჯახი კი - იუდეველები არიან.

ახალდაქორწინებულთა მშობლები აცხადებდნენ, რომ "ისინი სიამაყითა და ემოციით იყვნენ სავსე".

საქორწინო ცერემონია 31 ივლისს, შაბათ საღამოს გაიმართა. პარასკევს საღამოს რაინბეკში ჩასული ასობით ადამიანი ბილ და ჰილარი კლინტონებს ესალმებოდა. კლინტონები სასტუმრო "ბიკმან არმსში" დაბინავდნენ.

"ამაზე ლამაზ დღეს ვერც კი წარმოვიდგენდით. მოხარული ვართ, რომ მარკი ჩვენი ოჯახის წევრი გახდა, - აღნიშნეს კლინტონებმა, - ახალდაქორწინებულების სახელით ყველას, ვინც ეს განსაკუთრებული დღე მოგვილოცა, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ".

სპეციალისტების აზრით, რომელსაც "ასოშიეითიდ პრესი" აქვეყნებს, მაღაზიების, რესტორნებისა და ფირმების მფლობელებს, რომლებმაც ქორწილის ორგანიზებაში მიიღეს მონაწილეობა, ცერემონიის დეტალების საიდუმლოდ შენახვა სთხოვეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს კი, რომლებსაც მყუდროება დაერღვათ, უფასო ღვინით გაუმასპინძლდნენ.

ცერემონიას 500 სტუმარი ესწრებოდა. მთელი დღის მანძილზე ქალაქის საჰაერო სივრცე აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ გადაკეტილი იყო. ქორწილი ორივე ოჯახს 2-დან 5 მლნ-მდე დოლარი დაუჯდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა