იაპონიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ეს ქვეყანა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. იაპონიაში მიმდინარე მოვლენებს უამრავი რეპორტაჟი თუ სტატია მიეძღვნა.
თუმცა ტოკიოს უნივერსიტეტის სტუდენტმა მიხაილ ცვეტოვმა იაპონიის შესახებ 50 ისეთი ფაქტი გამოაქვეყნა, რომელიც ბევრისთვის უცნობია.
50 ნაკლებად ცნობილი ფაქტი იაპონიაზე:
1. იაპონიაში წმინდა ვალენტინის დღეს, მამაკაცები ქალებისადმი თავის სიმპათიას ავლენენ და საჩუქრებს ჩუქნიან. ეს ტრადიცია დღეს უმნიშვნელოვანეს სოციალურ ფუნქციას ასრულებს: გოგონებს საშუალება აქვთ, არ დაელოდნონ იმას, ვიდრე მამაკაცები სიმამაცეს გამოავლენენ და მათთან ურთიერთობაზე თანხმობას იტყვიან.
2. იაპონიაში ძალიან იაფია თევზი და ხორცი, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს ხილი. ერთი ვაშლი ორი დოლარი ღირს. ბანანის შეკვრის ფასი 5 დოლარია. ყველაზე ძვირად ღირებული ხილი ნესვია. რუსეთში გავრცელებული ე.წ. "ტორპედოს" ჯიშის ერთი ნესვი ტოკიოში 200 დოლარი დაჯდება.
3. იაპონიაში პორნოგრაფიული მასალები აბსოლუტურად ყველგან იყიდება. ნებისმიერ პროდუქტების მაღაზიაში, პრესის გავრცელების ადგილზე არის თარო პორნოგრაფიული, ანუ ხენტაის მასალებისათვის. წიგნის ნებისმიერ პატარა მაღაზიაში ხენტაი მთელი ასორტიმენტის ერთ მესამედს შეადგენს. წიგნების დიდ მაღაზიაში პორნოგრაფიული მასალებისათვის 2-3 სართულია გამოყოფილი.
4. ნებადართულია ხენტაის არასრულწლოვანებისათვის მიყიდვა.
5. ხენტაის ორი ყველაზე პოპულარული ჟანრია - ძალადობა და არასრულწლოვანებთან სექსი.
6. წინა გვერდს გადაფურცლავენ და ხენტაის მეტროში თავისუფლად კითხულობენ.
7. იაპონიის მეტროში არის ვაგონები მარტო ქალებისათვის. ამ ვაგონებს ძირითად შემადგენლობას დილაობით აბამენ, რომ პიკის საათებში ქალები დაიცვან მამაკაცებისაგან. იაპონური ვუარისტებობა, ანუ გადაჭედილ მეტროში ქალების ჩქმეტა, თავისებური ნაციონალური სპორტია.
8. ამასთან, იაპონიას, ძალადობისა და გაუპატიურების თვალსაზრისით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ეს მონაცემი რუსეთთან მიმართებაში 5-ჯერ ნაკლებია. ამის თქმა აუცილებლად ჩავთვალე ყველაფერ იმის შემდეგ, რაც ხენტაისთან დაკავშირებით ვთქვი.
9. იაპონური იეროგლიფების უმრავლესობა 2-4 მარცვლისაგან შედგება. მაგრამ არის უცნაური გამონაკლისები, როცა ერთი იეროგლიფი 30 მარცვლისაგან შედგება.
10. იაპონიაში პოლიტიკაში ღირსების საკითხს კვლავინდებურად ცენტრალური ადგილი უჭირავს. უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი იმის გამო გადადგა, რომ წინასაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა. იმავე მიზეზით გადადგა მისი ორი წინამორბედიც.
11. იაპონია პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ ძალიან ბევრი რამაა ყველაზე დიდი. აქ არის მსოფლიოში გართობის ყველაზე დიდი Disney Sea-ს პარკი, ათიდან ოთხი ყველაზე დიდი ამერიკული მთა. ტოკიოში არსებობს მსოფლიოში ყველაზე განვითარებული მეტრო. ასევე, ყველაზე დიდი რკინიგზის ხაზი და ყველაზე დიდი შერეული გზაჯვარედინის გადასასვლელი.
12. თოვლის ბაბუას იაპონიაში ორი გუნდისგან და არა სამისაგან ძერწენ, როგორც ამას დანარჩენ მსოფლიოში აკეთებენ.
13. პოლკოვნიკი სანდერსი იაპონიაში შობის ყველაზე მთავარი სიმბოლოა, როგორც აშშ-ში კოკა-კოლა. შობის დღესასწაულზე იაპონელებს უყვართ მთელი ოჯახით კაფეში წასვლა და დიდი ქათმის ფრთების მირთმევა.
14. იაპონიაში დღემდე ქორწილების 30% მშობლების მიერ ორგანიზებული გარიგებით ( ე.წ. ომიაი-ით) ხდება.
15. იაპონიის ყველა ჩრდილოეთ ქალაქში, სადაც ზამთარში თოვლი მოდის, ათბობენ ტროტუარებს და გზებს. გზაზე არც ყინვებია და არც თოვლია ასაღები და გასაწმენდი.
16. ამასთან, იაპონიაში არ არსებობს ცენტრალური გათბობის სისტემა. ყველა ბინას ისე ათბობს, როგორც შეუძლია.
17. იაპონურ ენაში არის სიტყვა "კაროში", რაც გადაღლისაგან სიკვდილს ნიშნავს. საშუალოდ იაპონიაში ყოველწლიურად ამ დიაგნოზით 10 ათასი ადამიანი კვდება. სტუდია "გიბლი"-ის რეჟისორი ესიფუმი კონდო ამ დიაგნოზით გარდაიცვალა.
18. იაპონიაში თამბაქოს მოწევის შესახებ ერთ ერთი ყველაზე ლიბერალური კანონია. მოწევა შეიძლება ყველგან, გარდა რკინიგზის სადგურის პლატფორმისა და აეროპორტში.
19. იაპონია მსოფლიოში უკანასკნელი ქვეყანაა, რომელიც იმპერიის სტატუსს ფორმალურად ინარჩუნებს.
20. იაპონური საიმპერატორო დინასტია არასდროს არ შეწყვეტილა. დღევანდელი იმპერატორი აკიხიტო პირველი იმპერატორის, ძიმუს პირდაპირი მემკვიდრეა, რომელმაც დინასტიის გარდა, იაპონიას საფუძველი ძველი წელთაღრიცხვის 711 წელს ჩაუყარა.
21. წელს იაპონიას 2671 წელი შეუსრულდა.
22. იაპონელები საჭმელზე ხშირად სუბრობენ, როდესაც ჭამენ, საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოსწონთ მათ მორთმეული. ჭამის შემდეგ სიტყვა "oishii", - გემრიელიას რამდენჯერმე ართქმა, უზრდელობად მიიჩნევა.
23. საერთოდ, იაპონელებს უყვართ განმეორება. როდესაც ამას გოგონები აკეთებენ, ეს მუხანათობად ითვლება.
24. იაპონურ ენაში ერთდროულად წერის სამი ტიპი გამოიყენება. ხირაგანა (იაპონური სიტყვების მარცვლებით დაწერა) კატაკანა (არაიაპონური სიტყვების მარცვლებით დაწერის სისტემა) და კანჯი (იეროგრაფიული წერა).
25. იაპონიაში არ არიან გასტერაბაიტერები. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა კანონით - საზღვარგარეთიდან ჩამოსული მუშის ხელფასი იაპონელის საშუალო ხელფასს აღემატება. ამით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისათვის ქვეყანაში გზა ხსნილია, მაგრამ არაკვალიფიციური ჩამოსული ადგილობრივების ხელფასს კონკურენციას ვერ უწევს.
26. იაპონიაში რკინიგზის ნახევარზე მეტი კერძოა. არასახელმწიფო გადამზიდავებს სარკინიგზო ტვირთების 68% გადააქვთ.
27. ხიროხიტომ, რომელიც ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მართავდა, რეფორმები განახორციელა. ის არავის არ გადაუყენებია და იგი ქვეყანას 1989 წლამდე მართავდა. ხიროხიტოს დაბადების დღე ნაციონალური დღესასწაულია და ყოველი წლის 29 აპრილს აღინიშნება.
28. ფუჯის მთა კერძო მფლობელობაშია. სინტაის ტაძარის ხონგიუ სენგენში შემორჩენილია 1609 წლით დათარიღებული ნაჩუქრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ხეგუნმა მთა ტაძარს მფლობელობაში გადასცა. 1974 წელს იაპონიის უმაღლესმა სასამართლომ დაადასტურა მთის ნაჩუქრობა. ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონდა მთა ტაძრისთვის არ გადაეცა. იაპონიაში საკუთრების უფლება ხელშეუხებელია.
29. იაპონური ენა რამოდენიმე დონის თავაზიანობისაგან შედგება - სასაუბრო, ხაზგასმულად თავაზიანი, თავაზიანი და ძალიან თავაზიანი. ქალბატონები პრაქტიკულად ყოველთვის ხაზგასმულად თავაზიანი ფორმით საუბრობენ. მამაკაცები კი, უმეტესწილად, სასაუბრო ენით სარგებლობენ.
30. იაპონიის მოსახლეობის მამაკაცთა 7% ხიკიმოკორია. ეს ტერმინი ნიშნავს მოზარდსა და ახალგაზრდას, რომელიც სოციალურ ცხოვრებაზე უარს ამბობს, იზოლაციისა და განმარტოებისაკენ სხვადასხვა პირადული ხასიათის სოციალური ფაქტორების გამო მიილტვის.
31. იაპონურ ენაში თვეებს არა აქვთ სახელი. ამის ნაცვლად ისინი თვეებს ნომრით მოიხსენიებენ. მაგალითად, სექტემბერს "კუცაგუ" ჰქვია, რაც მეცხრეს ნიშნავს.
32. მას შემდეგ, რაც იაპონია დასავლეთისათვის გაიხსნა, ერთადერთი სიტყვა რომანტიკული სიმპათიის აღწერისათვის იყო სიტყვა "კოი", რაც რაღაც მიუწვდომელისადმი გადაულახავ ლტოლვას ნიშნავს.
33. იაპონია მონოეთნიკური ქვეყანაა. მოსახლეობის 98%-ს იაპონელები შეადგენენ.
34. იაპონიაში მსჯავრდებულებს არჩევნებზე არა აქვთ ხმის მიცემის უფლება.
35. იაპონიაში დელფინებს ჭამენ. დელფინის ხორცისაგან აკეთებენ სუპს, ამზადებენ კუსიაკებს(იაპონურ მწვადს) და თანაც ყველთან ერთად მიირთმევენ. დეფლფინის ხორცი საკმაოდ გემრიელია და სპეციპიკური გემო აქვს და სულაც არა ჰგავს თევზის ხორცს.
36. იაპონურ ენაში პრაქტიკულად არ არის პირადი ნაცვალსახელები და ის სიტყვები, რომლებიც ხანდახან გამოიყენება როგორც პირადი ნაცვალსახელები, როგორც მინიმუმ კიდევ მნიშვნელობა აქვთ. იაპონური სიტყვა ვატაში, ანუ, მე, კიდევ ნიშნავს "კერძოს", "პირადს, "ანატა" - "თქვენ" - "მსახურს". "ანატა" ზრდილობიანად მხოლოდ პირველად გაცნობის დროს იხმარება, შემდეგ მიღებულია მოსაუბრეს მიმართო სახელით ან თანამდებობით.
37. ტოკიო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისია. ტოკიო იმდენად უსაფრთხოა, რომ 6 წლის ბავშვებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სინამდვილეში ეს ფანტასტიკაა.
38. იაპონელები გარე სამყაროს ძალიან სახიფათოდ მიიჩნევენ და მოგზაურობის ეშინიათ. იაპონელები ყველაზე სახიფათო ქვეყნად აშშ-ს მიიჩნევენ.
39. იაპონიის კონსტიტუციის მე-9 მუხლი ქვეყანას უკრძალავს ჰყავდეს თავის ჯარი და მონაწილეობა მიიღოს ომებში.
40. იაპონიაში სასწავლო წელი 1 აპრილს იწყება და სასწავლო წელი ტრიმეტრებად იყოფა. სკოლის მოსწავლეები სწავლობენ აპრილიდან ივნისამდე, შემდეგ სექტემბრიდან დეკემბრამდე და შემდეგ იანვრიდან მარტამდე.
41. იაპონიაში არ არის ნაგვის ყუთები. მთელი ნაგავი მუშავდება. ნაგავი იყო ოთხ სახეობად - შუშა, დაწვადი, გადასამუშავებელი და დაწვადი ნაგავი. ნაგვის თვითოეული სახეობა გარკვეულ დღეებში გააქვთ და მათი გადაგდება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ რიცხვებში. პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეს ძალიან დიდი ჯარიმა ეკისრება. სახლში, რომელშიც მე ვცხოვრობ, ჯარიმა ასი ათას იენს, დაახლოებით 1000 აშშ დოლარს შეადგენს.
42. ქუჩაში ნაგვის ყუთები არ არის. არის მხოლოდ ბოთლების შეგროვებისათვის სპეციალური ყუთები.
43. იაპონიაში ძალიან დაბალი პენსიებია. დახმარების საჭიროების მქონე მოხუცებისათვის სოციალური დახმარების ოდენობა 30 ათას იენს შეადგენს, რაც დაახლოებით 300 აშშ დოლარის ექვივალენტურია. ქვეყანაში არ არის აუცილებელი საპენსიო დაზღვევა. მიიჩნევა, რომ თვითოეულმა იაპონელმა თავდ უნდა იზრუნოს თავის მოხუცებულობაზე.
44. იაპონურ ენაში სიტყვა "გოდძირა" შემთხვევითი არაა. ეს სიტყვა ჩინურ "გორილა" და "კუდძირას" ნიშნავს. სავარაუდოდ, მათი შეჯვარებით გამოვიდა რეპტილია.
45. იაპონიაში ძალიან ძვირი ღირს ტრანსპორტით მგზავრობა. მეტროში ყველაზე იაფი ბილეთის ფასი 140 იენი, თითქმის ორი აშშ დილარი ღირს.
46. იაპონიაში ყოველთვის პირველად ემსახურებიან მამაკაცებს. რესტორანში შეკვეთას პირველად ყოველთვის მამაკაცი უკვეთავს და სასმელიც პირველად მისთვის მიაქვთ.
47. იაპონელები ძალიან დიდ მანქანებს ატარებენ. შეუძლებელია სიტი ქარი არ შეგხვდეთ უმჭიდროეს ტოკიოში. სამაგიეროდ ძალიან ბევრია ჯიპები.
48. რაც იაპონიაში ვარ, არ მინახავს ტუალეტი, რომელსაც 10 ღილაკზე ნაკლები ჰქონდეს. ამას წინათ სახლის ტუალეტში აღმოვაჩინე, რომლის ერთ-ერთი ღილაკი გამოსცემს ისეთ ხმას, რომელიც საკუთარ ხმებს ფარავს.
49. იაპონიაში ყველამ იცის, რომ Hello Kitty ინგლისიდანაა.
50. იაპონიაში წვრილმანი გასამრჯელოს მიღება ან გაცემა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევა, რომ ვიდრე კლიენტი დაწესებულ ფასს იხდის, იგი გამყიდველთან მიმართებაში თანასწორი რჩება, თუ მყიდველი ზედმეტი ფულის დატოვებას ცდილობს, იგი ამით მისთვის გაწეულ მომსახურებას აუფასურებს.
51. ერთი წელია იაპონიაში ვცხოვრობ და რასიზმის გამოვლინების არც ერთ შემთხვევას ერთხელაც არ შევხვედრივარ.
52. იაპონია მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანაა.