დიპლომატია არ მუშაობს, პროტესტი არ ჭრის. ამიტომ უკრაინელმა ქალებმა ისეთი კამპანია მოიფიქრეს, რომელიც ყველას ყურადღებას მიიპყრობს.
უკრაინელები თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, რუსებთან სექსუალური ურთიერთობა არ დაამყარონ. ჯგუფი ძირითადად უკრაინელი ჟურნალისტებითა და აქტივისტებითაა დაკომპლექტებული. ისინი ავრცელებენ მაისურებს წარწერით - "არ მისცეთ რუსებს", რომელიც "ფეისბუქის" გვერდზე იყიდება.
"გვსურს ნათელი მოვფინოთ იმ ფაქტს, რომ უკრაინელი ქალები უპირატესობას უკრაინელ კაცებს ანიჭებენ", - აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკატერინა ვენჟიკი.
ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა ხალხის გარკვეული ჯგუფის საპასუხო რეაქცია. რუსებმა ქალებს, რომლებმაც კამპანია წამოიწყეს, მეძავები უწოდეს.
მომზადებულია ELLE-ს მიხედვით.