ჩხუბი გორში - "არაბი პატრიარქის სურათს ეცა და ჩამოხია"

ჩხუბი გორში - "არაბი პატრიარქის სურათს ეცა და ჩამოხია"

როგორც სააგენტოები იუწყებოდნენ, 27 მარტს გორის ბაზრის მოვაჭრეებსა და არაბი ინვესტორის ახლობელს შორის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში დაპირისპირება მოხდა. როგორც  მოვაჭრეებმა განაცხადეს, მათი აღშფოთება გამოიწვია არაბი ინვესტორის ახლობლის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურათის ჩამოხსნის მცდელობამ. ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ თვითმხილველს:

დალი ქალდანი: -  ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასათვის,  ვინც ბაზარში მუშაობს.  ჩვენ რაღაც სადავო საკითხები გვქონდა გასარკვევი და არაბ ინვესტორისა და მის თანხმლებ პირთან ერთად, რომელიც ასევე არაბია, ბაზრის დირექტორის კაბინეტში შევედით. ინვესტორის თანმხლებმა პირმა როგორც კი დაინახა პატრიარქის სურათი, გამწარებულა ეცა,  რომ ჩამოეხია.  პატრიარქის  ორი სურათი იყო,  ერთი ჩამოხია, მაგრამ მეორესთან აღარ მივუშვით. როდესაც დაინახა, რომ ვერაფერს გახდებოდა, ბოდიში მოიხადა და ჩამოხეულ სურათს აკოცა კიდეც.  ინვესტორის თანხმლები პირი კი იყო, მაგრამ აქ ამბობენ, რომ ეგეც ინვესტორიაო… რომელი ადამიანი მოითმენდა ამის ყურებას?!  წარმოიდგინეთ, კაბინეტში შესულს ხმა არ ამოუღია, ისე ეცა უწმინდესის სურათს.  ბაზარი ეკუთვნის არაბ ინვესტორს და დირექტორად ჰყავს ადგილობრივი. როცა ეს ფაქტი მოხდა,  იქ იყვნენ დირექტორიც და სხვა თანამშრომლებიც.  ეს არის ჩვენი სარწმუნოების განადგურება და წიხლის ქვეშ გათელვა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია