ახალციხეში ადმინისტრაციულ დაყოფაზე ვერ თანხმდებიან

ახალციხეში ადმინისტრაციულ დაყოფაზე ვერ თანხმდებიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის საკითხმა დააპირისპირა. საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის ორი სავარაუდო ვარიანტი წარუდგინა. ერთ შემთხვევაში, საუბარია ახალციხის ჩამოყალიბებაზე, როგორც თვითმმართველი ქალაქისა, რაც გულისხმობს, რომ დანარჩენი სოფლები მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტად უნდა დაიყოს. მეორე ვარიანტი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ თვითმმართველ ქალაქად და ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფას გულისხმობს.

დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ რაც უფრო მეტი ადმინისტრაციული ერთეული იქნება, მით უკეთესია. მეორე ნაწილი კი ირწმუნებოდა, რომ ახალციხის სოფლების რამდენიმე მუნიციპალიტეტად დაყოფა გარკვეულ პრობლემებს შექმნის. საბოლოოდ, კენჭი მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფას უყარეს. სხდომაზე მყოფი 23 დეპუტატიდან, სამმა კენჭისყრაზე უარი განაცხადა, 16 მომხრე იყო, 1 წინააღმდეგი.

საკრებულოს დეპუტატი ნოდარ ტალახაძე წინააღმდეგობას იმით ხსნის, რომ დეპუტატები მოუმზადებლები იყვნენ. მისივე თქმით, არაქართველ დეპუტატებს, რომლებსაც ქართული კარგად არ ესმით და არ არიან ამ საკითხში გარკვეულები, ხელი ააწევინეს. ტალახაძემ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა