"მე მასთან აღარ ვიმეგობრებ" - რის გამო იჩხუბეს ანრი ჯოხაძემ და ვერიკო ტურაშვილმა

"მე მასთან აღარ ვიმეგობრებ" - რის გამო იჩხუბეს ანრი ჯოხაძემ და ვერიკო ტურაშვილმა

ამბობენ, ერთ დროს განუყრელმა მეგობრებმა ვერიკო ტურაშვილმა და ანრი ჯოხაძემ იჩხუბეს და ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა აღარ ელაპარაკებიანო. მომღერლებმა რამდენიმე პროექტზე ერთობლივად იმუშავეს. მათი სიმღერა "ჰავა ნაგილა" მსმენელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დაახლოებით ერთი წლის წინ კი ანრიმ ვერიკოს მორიგი კლიპი გადაიღო, "რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს", სადაც ქართველი მსახიობების თითქმის ყველა თაობის ვარსკვლავების თავშეყრა მოხერხდა. ერთობლივად იმუშავეს კლიპზე "თუ არ იცოდი სიყვარული, რას მპირდებოდი".… მოკლედ, ბოლო რამდენიმე წელია, ეს ორი მომღერალი სულ ცდილობდა, რომ ახალი და განსხვავებული ვიდეორგოლები შეეთავაზებინა ქართველი მსმენელისთვის. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი კლიპის გადაღებას გეგმავდნენ, მაგრამ მათ შორის სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ, სავარაუდოდ, თანამშრომლობა აღარ მოხერხდება.

დაახლოებით ერთი წლის წინ "რეიტინგი" გიყვებოდათ, რომ ვერიკო ტურაშვილი შეყვარებულია და რომ მისი რჩეული "რუსთავი 2"-ის ოპერატორი ლაშა ნაკაიძეა. ლაშა ანრის საგულშემატკივროდ ბაქოში "ევროვიზიაზეც" იყო წასული. გახსოვთ ალბათ, რომ ანრის ბექებში ნინი შერმადინთან, ნინო ძოწენიძესა და მაგდა ჯოხაძესთან ერთად ვერიკო ტურაშვილიც მღეროდა. რამდენიმე თვის წინ ანრისა და ვერიკოს უთანხმოება იმით დაიწყო, რომ ანრი შეეცადა, ვერიკოსთვის თვალი აეხილა - უთქვამს, შეყვარებული გღალატობსო. თავიდან ვერიკოს დაუჯერებია ანრისთვის, მაგრამ მოგვიანებით საყვარელმა ადამიანმა მისი გადარწმუნება მოახერხა. ანრის ვერიკოსთვის ფული ჰქონია ნასესხები და მათ შორის ურთიერთობა რომ დაიძაბა, ანრის ფულის დაბრუნება უთხოვია. ვერიკოს პასუხი კი ყოფილა, რომ მისი არანაირი ვალი არ ჰქონდა. გაგებული ამბის გადამოწმება ანრი ჯოხაძესა და ვერიკო ტურაშვილთან ვცადეთ.

- ანრი, გავიგეთ, რომ შენსა და ვერიკო ტურაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ერთ დროს ახლო მეგობრები იყავით. რამდენიმე ძალიან კარგი კლიპი გადაიღეთ. რა მოხდა თქვენ შორის?

ანრი ჯოხაძე:

- ვისგანაც გაიგეთ ეს ამბავი, დეტალებსაც გეტყოდნენ. ჩემგან კომენტარი რატომ გინდათ?

- დაახლოებით ვიცით, მაგრამ თქვენგან გვინდა გავიგოთ, რეალურად რა მოხდა.

- არაფრის თქმა არ მინდა. სირცხვილია ამ ყველაფერზე ლაპარაკი.

- ვიხილავთ თუ არა თქვენს ერთობლივ ნამუშევრებს უახლოეს მომავალში?

- არასოდეს. ამ ფაქტს დაგიდასტურებთ. მე მასთან აღარ ვიმეგობრებ. დანარჩენზე არაფერს ვიტყვი.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება