4 რჩევა სამსახურის მაძიებლებისთვის

4 რჩევა სამსახურის მაძიებლებისთვის

უნივერსიტეტი დაასრულეთ? ახლა დროა, სამსახურის ძებნას შეუდგეთ. გთავაზობთ 4 რჩევას, რომელიც ახალი სამსახურის მოძიებაში დაგეხმარებათ.

1. სწორად შეავსეთ რეზიუმე: წარმოიდგინეთ სრულიად უცნობი ადამიანი თქვენს რეზიუმეს კითხულობს. ვაკანსიას თქვენს გარდა, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა; ვის კანდიდატურას განიხილავენ? - უპირატესობას მიანიჭებენ CV-ს, სადაც პიროვნების ღირსებები უკეთ იქნება წარმოჩენილი. ამისთვის კი საჭიროა: გაეცნოთ ვაკანსიის გრაფაში რა კატეგორიის ადამიანები სჭირდებათ და რისი გაკეთება მოგიწევთ. მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ. გარკვევით მიუთითეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და საერთოდაც, რატომ უნდა დაგასაქმონ თქვენ და არა - სხვა. ამასთან, ნუ დააკოპირებთ რეზიუმეს და სხვადასხვა ვაკანსიებზე ნუ გადააგზავნით; ყველგან ერთნაირი მოთხოვნები არ არის. 

2. მოძებნეთ ყველა ვაკანსია: პირველ რიგში, გააცნობიერეთ, რომ მსოფლიოში უმუშევრობის დონე მაღალია. ინტერნეტში უამრავი ვებსაიტია, სადაც ვაკანსიებზე ინფორმაცია დევს. იყიდება გაზეთებიც, სადაც სპეციალური სვეტი სწორედ სამსახურის მაძიებლებისთვისაა გამოყოფილი. ყურადღება მიაქციეთ სოციალურ ქსელებსაც. ამასთან, იკონტაქტეთ დასაქმებულ მეგობრებთან - სისტემატურად ჰკითხეთ, მის სამსახურში ვაკანსია ხომ არ გამოცხადდა.

3. რა უპირატესობა გაქვთ სხვებთან შედარებით: დღის განმავლობაში კომპანიებში ათასობით რეზიუმე იგზავნება. ხშირ შემთხვევაში, მათ თავისუფალი დრო არ აქვთ და თქვენს მონაცემებს ყურადღებითაც არ კითხულობენ. როგორც წესი, დამსაქმებელი ინტერესდება იმ პიროვნების მონაცემებით, სადაც აშკარად ჩანს, რომ სწორედ ამ კომპანიაში მუშაობა სურს. ამასთან, თუ ენთუზიაზმს გამოავლენთ და დამსაქმებელს საკუთარ მოსაზრებებს შესთავაზებთ, კადრების შერჩევისას უპირატესობას მოგანიჭებენ.

4. მოთმინება იქონიეთ: არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც ყველაფერს ზედმიწევნით გააკეთებთ, შთამბეჭდავ რეზიუმესაც გააგზავნით, მაგრამ მომავალი მაინც ბუნდოვანია და არც არავინ გამოგეხმაურათ. გახსოვდეთ, რომ სამსახურის მოძებნა ერთგვარი კონკურსია.

მომზადებულია toptipsnews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს