ლაშა ბაქრაძე მამის 6 ტომეულის გამოსაცემად სპონსორს ეძებს

ლაშა ბაქრაძე მამის 6 ტომეულის გამოსაცემად სპონსორს ეძებს

ისტორიკოსი და პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე მამის, აკაკი ბაქრაძის ჩანაწერების, დღიურებისა და გაზეთებიდან ამონაჭრებისგან შედგენილი 6 ტომეულის გამოცემისთვის სპონსორს ეძებს.

"უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ მისი ჩანაწერების, დღიურების, გაზეთებიდან ამონაჭრების გამოცემაზე. 6 ტომი გამოდის. ეს დღემდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერები საშუალებას იძლევა, თვალი გადაავლო, გაიხსენო, გაიგო, რა ხდებოდა 50-იანი წლებიდან მოყოლებული 90-იანების ბოლომდე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რას ფიქრობდა და როგორ ხედავდა სამყაროს აკაკი ბაქრაძე.

ჩანაწერების დასაბეჭდად გვჭირდება სპონსორი და ეს სტატუსი არის მცდელობა "ფეისბუკის" საშუალებით ვიპოვოთ სპონსორი, ვფიქრობ, ფართო საზოგადოებისთვის უაღრესად საინტერესო გამოცემისთვის. (არაფერი მექნება საწინააღმდეგო თუ ამ სტატუსს ქართული მედია გაანიუსებს.)

გამოცემის იაფი ვარიანტი 40 ათასი დაჯდება, უფრო ხარისხიანი 57 ათასი. რასაკვირველია, არსებობს უფრო ძვირიანი ვარიანტებიც", - წერს ბაქრაძე.

აღსანიშნავია, რომ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, კრიტიკოსსა და პუბლიცისტ აკაკი ბაქრაძეს 29 მარტს იუბილე ჰქონდა - იგი 86 წლის გახდებოდა.

ისტორიკოსი ჩანაწერებიდან ამონარიდს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, იხილეთ ბმული

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს