400 000-მდე ბენეფიციარი სამედიცინო მომსახურებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიიღებს

400 000-მდე ბენეფიციარი სამედიცინო მომსახურებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიიღებს

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, პედაგოგები, დევნილები, სახელმწიფო პრემიის ლაურეატები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებისა და მცირე საოჯახი ტიპის სახლების ბენეფიციარები, ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებულები და გალის ტერიტორიაზე მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები, რომლებიც ამ დრომდე კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ იყვნენ დაზღვეულები, სამედიცინო მომსახურებას უცვლელი პირობებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.

აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობა 400 000-მდეა. ამ ტიპის ბენეფიციარებს საშუალება მიეცემათ თავად აირჩიონ სამედიცინო დაწესებულება სატარიფო არიალის გათვალისწინებით. ცვლილება ეხება გეგმურ, ქირურგიულ ოპერაციებზე საგარანტიოდ გაცემის წესსაც. კერძოდ, თუკი დღემდე აღნიშნული დადგენილების მოსარგებლეთა მოცდის პერიოდი განისაზღვრებოდა 6 თვის ვადით, დღეიდან იგი შემცირდება 2 თვემდე.

რაც შეეხება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების ბენეფიციარებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უქონლობის გამო ვერ უტარდებოდათ სამედიცინო მომსახურება, მსგავსი პრობლემა აღარ შეექმნებათ, მათ მიეცემათ ხანგრძლივი ვადა, ზემოთაღნიშნული დოკუმენტის წარსადგენად.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ბენეფიციარებმა გეგმური ქირურგიული ოპერაციებისათვის საყოველთაო ჯანდაცვის სერვისცენტრებს, ხოლო გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია