The Economist საქართველოზე სტატიას შემდეგი სათაურით აქვეყნებს - "გაურკვეველი ვითარება"

The Economist  საქართველოზე სტატიას შემდეგი სათაურით აქვეყნებს - "გაურკვეველი ვითარება"

"გაურკვეველი ვითარება" - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Economist სტატიას საქართველოს შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა ერთობლივად მიიღო ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდამჭერი რეზოლუცია. თუმცა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად რთული იქნება ამ მისწრაფების შესრულება.

ამასთან, სტატიის ავტორი ციტირებს 26 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებას, რომ არ არსებობს ნატო-ს გაფართოების დაუყოვნებელი გეგმა, საქართველოსა და უკრაინის ჩათვლით.

"როგორც ფაქტის კონსტატაცია, ეს განცხადება ზუსტია: ვიდრე ქვეყანას არ აქვს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), მას არ აქვს ალიანსში გაწევრიანების უშუალო პერსპექტივები", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ ობამას ზემოხსენებულ განცხადებას თბილისში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ამასთან, სტატიის ავტორი აწერს, რომ თუ საქართველო შეწუხებულია დასავლეთიდან წამოსული შერეული სიგნალებით, თავის მხრივ დასავლეთსაც აქვს საქართველოზე შეწუხების მიზეზი.

"დასავლეთი შეშფოთებულია პროკურატურის გადაწყვეტილებით - ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. არსებობს ძლიერი მოსაზრება, რომ მთავრობა სასამართლოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს", - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.

ამასთან, ავტორი იხსნებს ჟურნალისტ ენი ეფალბომის სტატიას, რომელიც წერს, რომ საქართველოში კიდევ ერთი საკითხი - ჰომოსექსუალთა უფლებები აშინებთ. "ჰომოფობია საქართველოში არახალია. 2011 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 88% აცხადებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი გაუმართლებელია. მაგრამ ევროკავშირის მოთხოვნის გათვალისწინებით, რომელიც უმცირესობათა, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვას მოითხოვს მჭიდრო ურთიერთობების სანაცვლოდ, ჰომოსექსუალთა უფლებები სხვადასხვა ინტერესთა გამაერთიანებელ ფაქტორად იქცა", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ერთ-ერთი მთავარი, ვინც ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ გამოდის, ორთოდოქსული ეკლესიაა. მისივე თქმით, ეს არ არის ლოკალური პრობლემა. ავტორის განცხადებით, ეკლესიას ჰომოსექსუალთა უფლებების შესახებ მსგავსი პოზიცია აქვს მოლდოვაში, სერბეთსა და რუსეთში.

"საქართველო გაურკვეველ ვითარებაშია. გაურკვეველი რჩება, დაუჭერენ თუ არა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს საქართველოს სრულფასოვან წევრობას. მიუხედავად ამისა, ქართველებს დასავლური ინტეგრაციის დიდი მოლოდინები აქვთ და თუ მათი მოლოდინები არ გამართლდა, ისინი ადვილად გადაიქცევიან მწარე იმედგაცრუებად. ეს კი ნოყიერ ნიადაგს შექმნის მათთვის, ვისაც უნდა, რომ საქართველომ კურსი შეიცვალოს", - ნათქვამია სტატიაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია