გამგებელი უკნიდან მომეპარა და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა - დაპირისპირება ყვარელში

გამგებელი უკნიდან მომეპარა და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა - დაპირისპირება ყვარელში

"ქართული ოცნების" კოორდინატორი ყვარლის გამგებელს ცემაში ადანაშაულებს. ბაკურ სესიაშვილის თქმით, მას დავით ქევხიშვილმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"ქართული ოცნების" აქტივის შეკრება გადავწყვიტეთ. გვინდოდა, წინასაარჩევნოდ რამდენიმე თემის განხილვა მომხდარიყო. ეს რომ გაიგო, გამგებელი დავით ქევხიშვილი ოფისში მოვარდა. მოულოდნელად, უკნიდან მომეპარა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მაგინებდა", - ამბობს სესიაშვილი.

"ოცნების" ყვარლის რაიონულ შტაბში მომხდარ ინციდენტს თვითმხილველებიც ადასტურებენ. "რესპუბლიკური პარტიის" წევრის, ნუგზარ კახაშვილის თქმით, მან დაინახა, ყვარლის გამგებელმა სესიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა რომ მიაყენა.

"გამგებელი უცებ შემოვარდა, დაეტაკა "ქართული ოცნების" ერთ - ერთ აქტივისტს ბაკურ სესიაშვილს, შეაგინა, მერე გაარტყა და დაემუქრა. ბოლო-ბოლო შენ ვინ ხარ, რატომ არ ჩერდებიო. უნდათ, რომ ისევ ის სიტუაცია გაგრძელდეს. ისევ თვითონ ჩაიგდონ ხელში ყველაფერი. შტაბის ხელმძღვანელი თვითონ უნდა იყოს, ყველაფერი თვითონ უნდა იყოს, თვითონ გააკონტროლოს პარტიული სიები" , - განუცხადა ნუგზარ კახაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

აღნიშნულ ბრალდებას გამგებელი უარყოფს და აღნიშნავს, რომ ეს განცხადებები იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც მის წინააღმდეგ უკვე 2 თვეა, ხორციელდება.

"არანაირ გარტყმას ადგილი არ ჰქონია. იმაზე მეტი მე მისთვის არ მითქვამს, რაც მან მითხრა. მე უბრალოდ ავუხსენი, რომ მისი მხრიდან ასეთი თვითნებური ქმედება, რაც თავის დროზეც მან არაერთხელ განახორციელა საპარლამენტო არჩევნების დროს, იყო არასწორი და ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად იმსჯელებდნენ და მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. ეს იყო, მეტი არაფერი", - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა