"სულ არ ფრთხილობს ლოგიკურ მოსახვევებში" - ივანიშვილს სააკაშვილის პლაგიატში ადანაშაულებენ

"სულ არ ფრთხილობს ლოგიკურ მოსახვევებში" - ივანიშვილს სააკაშვილის პლაგიატში ადანაშაულებენ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის პლაგიატში ადანაშაულებს.

"კიდევ ერთი მისი ცოდვა: პლაგიატი

არა, მაინც რა საინტერესო "ლოგიკა" აქვს ივანიშვილს. სააკაშვილს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების როლ მოდელებად დუბაი და სინგაპური ესახებოდა და ივანიშვილი ამას აკრიტიკებდა. ჩვენ სახელმწიფო არა ვართო, სამშობლო ვართო, გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობა არ გვაქვსო. ახლა იძახის, ისეთი მდებარეობაა, 15-20% ალბათობით (პროცენტი სად დათვალა, არ ვიცი) დუბაი გავხდებითო, მიშა კი ქვეყანას ანგრევდაო. სულ არ ფრთხილობს ლოგიკურ მოსახვევებში ბატონი ბიძინა", - წერს დარჩიაშვილი.

2013 წლის სექტემბერს ”ექსპოჯორჯიაში” გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ 15-20% ალბათობით, საქართველოში დუბაის მსგავსი აღზევება მოხდება.

"საქართველო იქნება ძალიან საინტერესო. როდესაც პროგნოზებს მეკითხებოდით და პროცენტულ ზრდას მე პასუხი არ გავეცი, მაინც გიპასუხებდით, რომ საკმაოდ დიდი ალბათობით, საქართველო შეიძლება მეორე დუბაიდ გადაიქცეს. საქართველო იქნება ძალიან საინტერესო. 15-20 % ალბათობით საქართველო შეიძლება მეორე დუბაი გახდეს. ესეთი ადგილი დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენ გვაქვს უნიკალური ადგილი, უნიკალური გეოგრაფიული მდგომარეობა, უნიკალური კლიმატური პირობები, ვართ უნიკალური ხალხი. ყველაფერი არსებობს ამისთვის.

მთავარია, მომავალში ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი საზოგადოების სწორი ქმედება. საქართველო იქნება ძალიან საინტერესო საინვესტიციოდ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს