თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ დირექტორს ემუქრებიან

თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ დირექტორს ემუქრებიან

53-ე სკოლის მოსწავლეები სკოლის შესასვლელთან არიან შეკრებილები. მოსწავლეები იმუქრებიან, რომ ისინი სკოლის ახლად დანიშნულ დირექტორს ეკა გახარიას სკოლაში არ შეუშვებენ. მოსწავლეები მოითხოვენ, რომ თანამდებობაზე დაბრუნდეს სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი. სკოლის მოსწავლეებმა დღეს სკოლაში არც ის მასწავლებლები არ შეუშვეს, რომლებიც რამინაშვილის მოწინააღმდეგეები არიან.

მოსწავლეებმა სკოლასთან განათლების სამინისტროდან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქცია გამართეს. სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები რამინაშვილის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას და მინისტრის ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია