"ბი-ბი-სი" - საქართველოში სლოვაკეთის დროშა დაწვეს, რომელიც რუსეთის დროშაში აერიათ

 "ბი-ბი-სი" - საქართველოში სლოვაკეთის დროშა დაწვეს, რომელიც რუსეთის დროშაში აერიათ

საქართველოში სლოვაკეთის დროშა დაწვეს, რომელიც რუსეთის დროშაში აერიათ. ასე ეხმაურება "ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახური თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან წუხელ გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას.

"თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ დარბევის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან, უცნობებმა სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინიდან ლენტი ჩამოხსნეს და დაწვეს", - აღნიშნავს რუსული "ბიბისი".

ამასთან, "ბიბისი" ქართულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ გვირგვინზე გადაკრული ლენტი რუსულ სიმბოლიკაში აერიათ და პროტესტის ნიშნად დაწვეს.

"ბიბისი"-ს რუსული სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ეს ქმედებები უნებლიედ იქნა ჩადენილი.

თბილისში, წუხელ 9 აპრილის მემორიალთან სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინის ლენტი სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, ბესო გაზდელიანმა დაწვა, რადგან მიიჩნია, რომ ლენტი რუსეთის დროშის ნაწილი იყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა