პარალიზებული პენსიონერი ეკლესიაში ლოცვის შემდეგ ფეხზე წამოდგა

პარალიზებული პენსიონერი ეკლესიაში ლოცვის შემდეგ ფეხზე წამოდგა

74 წლის იტალიელი პენსიონერი მიჩელინა კომეგნა 11 წლის წინ პარალიზებული იყო, მაგრამ როგორც აცხადებს, ეკლესიაში მომხდარი "სასწაულის" შემდეგ სიარული ისევ შეუძლია. როგორც ქალბატონი ამბობს, ეკლესიაში დილით მესის დროს განიკურნა.

"ზიარების შემდეგ მოულოდნელად ვიგრძენი, რომ ფეხიდან მთელ სხეულზე ცეცხლი ავიდა. შემდეგ კი გარშემო ყვავილების ძლიერი სურნელი ვიგრძენი. დამავიწყდა, რომ ეკლესიაში ვიყავი, მეგონა ტანსაცმელს ცეცხლი ეკიდა, შემდეგ გავოფლიანდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თავიდან წყალი მდიოდა. იმდენად ძლიერი შეგრძნება დამეუფლა, რომ შემეშინდა და ყვირილი დავიწყე. ქმარს ვუთხარი, რომ ფეხზე უნდა წამოვმდგარიყავი", - განაცხადა მან.

2003 წელს მიჩელინა მკერდის კიბოს ოპერაციისა და ტვინის ანევრიზმის გამო პარალიზებული იყო. ის 3 წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული. სარძევე ჯირკვლების ამპუტაციისა და ქიმიოთერაპიის რამდენიმე ციკლის შემდეგ, 11 წელი ქალმა სავარძელში გაატარა. მიჩელინა პომპეიში მდებარე კათოლიკურ საკათედრო ტაძარში წლების განმავლობაში დადიოდა, მაგრამ ეს უჩვეულო მოვლენა მხოლოდ მაშინ იხილა, როდესაც ზიარება მიიღო.

ქორეპისკოპოსი ჯუზეპე ადამო ადასტურებს, რომ ამ უჩვეულო მოვლენის თვითმხილველია, თუმცა აცხადებს, რომ ასეთ ვითარებაში წინდახედულებაა საჭირო და ვიდრე ეკლესია ამ ფაქტს სასწაულად აღიარებს, საჭიროა სამედიცინო დასკვნა. "უნდა დავუცადოთ საბოლოო სამეცნიერო საბუთს", - ამბობს არქიეპისკოპოსი ტომასო კაპუტო.

თუმცა, სამედიცინო დასკვნას არ ელოდება პენსიონერის მეუღლე ჯოვანი პასარო და ამბობს, რომ "მის თვალწინ დიდი სასწაული მოხდა, რამაც ყველაფერი შეცვალა".

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ