ქერი და ლავროვი აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე შეთანხმდნენ

ქერი და ლავროვი აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით დარეგულირების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

"სახელმწიფო მდივანმა და მისმა რუსმა კოლეგამ სატელეფონო საუბრისას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების მშვიდობიანი და დიალოგის გზით მოგვარების მნიშვნელობა განიხილეს. ორივე მათგანმა უარყო ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე გუშინ ორჯერ გაიმართა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა