ექიმბაში თანასოფლელებს აღმგზნებ პრეპარატებს აძლევდა და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა

ექიმბაში თანასოფლელებს აღმგზნებ პრეპარატებს აძლევდა და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 49 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ინცინდენტის მიზეზი სოფლის ექიმბაშის გარყვნილება გახდა, რაც ქალებისთვის მკურნალობის პერიოდში აღმგზნები მედიკამენტების მიცემასა და მათთან სექსუალური კავშირის დამყარებას უკავშირდება.

ადგილობრივების თქმით, ექიმბაში ინტიმურ სცენებს მობილურით იღებდა, რისი მეშვეობითაც ქალებს აშანტაჟებდა და შემდგომში მათ სექსუალურ კავშირს აიძულებდა.

სოფლის ექიმბაშის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ექიმის პაციენტებთან ინტიმური კავშირის თვითმხილველი გახდა, რაც შემდეგ თავის ბიძაშვილს უამბო.

სახლს, სადაც ინცინდენტი მოხდა, თანასოფლელებისგან საპატრულო პოლიცია იცავს. დაჭრილი ექიმბაში ამ ეტაპზე კლინიკა  "მედინაში" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. სოფლის მოსახლეობა ექიმბაშის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.

ნახეთ ვიდეო

წყარო: TV25

TV25

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა