"ხომ მიიღეთ დემოკრატია და თავისუფლად ხომ სუნთქავთ?" - თეა თუთბერიძე მერაბ მეტრეველს ნიშანს უგებს

"ხომ მიიღეთ დემოკრატია და თავისუფლად ხომ სუნთქავთ?" - თეა თუთბერიძე მერაბ მეტრეველს ნიშანს უგებს

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურალისტ მერაბ მეტრეველის სტატუსს ეხმურება, რომელიც მან გუშინ "ნაციონალების" წინააღმდეგ გამართულ აქციებს მიუძღვნა.

"ხომ მიიღეთ დემოკრატია და თავისუფლად ხომ სუნთქავთ? :))))) ღირსებაც ხომ აღიდგინეთ? ხო და აბა დანარჩენი დაიკიდეთ", - წერს თუთბერიძე.

გუშინ მერაბ მეტრევლმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"მხოლოდ ერთ რეგიონში რომ მივარდნოდნენ "ნაცებს", კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ხალხი თავისით აღშფოთდა მათ დანახვაზე, მარგამ ხუთ რეგიონში ერთად რომ დაესხნენ თავს, აქ უკვე ყველაფერი ცხადია. "ოცნება" მგონი მარაზმში "ნაცებს" ჯობნის!

ნაციონალები რომ ხალხს არ ევასება, ეს კი არ მიკვირს, არამედ ის არ მომწონს, რომ ეს სხვა პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული. ხალხის სპონტანური რეაქცია რომ იყოს, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ასე ყველა რეგიონში ერთბაშად გაგიჟდეს ხალხი, არ ხდება და ასევე ყველას საიდან ჰქონდა ინფორმაცია, სად მიდიოდნენ ნაციონალები?".

შეგახსენებთ, გუშინ დეპუტატები გიორგი ღვინიაშვილი და ლევან ბეჟაშვილი თელავის ცენტრში თელავის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით აქცია-ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა "ქართული ოცნების" 50-მდე აქტივისტმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ისინი სკანდირებნენ "მკვლელები". მათ გიორგი ღვინიაშვილს ცოცხი გადასცეს და შეახსენეს, რომ "მათი ხელისუფლება ციხეში ხალხს აწამებდა" და მორალური უფლება არ ჰქონდათ აქცია გაემართათ. სიტუაცია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მათ მანქანას კვერცხი ესროლეს. მანამდე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ანაკლიაშიც, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ასევე დაგეგმილი ჰქონდათ ბრიფინგი, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კოალიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ანაკლიის ტერიტორია დაეტოვებინათ.

იხილეთ ასევე: გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს