არ­სე­ბო­ბენ თუ არა პოლ­ტერ­გე­ის­ტე­ბი საქართველოში?!

არ­სე­ბო­ბენ თუ არა პოლ­ტერ­გე­ის­ტე­ბი საქართველოში?!

ანო­მა­ლი­ე­ბი არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხ­ვა ახ­ს­ნას უძებ­ნის ამას. დღე­საც ბევრს სჯე­რა, რომ არ­სე­ბო­ბენ სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­ლ­ში უც­ნა­ურ ხმებს გა­მოს­ცე­მენ ან ნივ­თებს ად­გი­ლებს უც­ვ­ლი­ან. ამ ყვე­ლა­ფერს ყვე­ლა სხვა­დას­ხ­ვა ახ­ს­ნას უძებ­ნის.

მა­გა­ლი­თის­თ­ვის გა­ვიხ­სე­ნოთ ბო­ლო დროს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, ჯა­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლ­ში ხალ­ხის თქმით, მოჩ­ვე­ნე­ბა ცხოვ­რობს, უც­ნა­ურ ხმებს გა­მოს­ცემს და ხალხს აში­ნებს. ამ­ბობ­დ­ნენ, თით­ქოს იქ სო­მეხ "მი­ლი­ო­ნერ" თა­თო­ზას ცო­ლი მო­უკ­ლავს და ამის შემ­დეგ დაწყე­ბუ­ლა ეს ამ­ბე­ბი. რე­ა­ლუ­რად კი ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად ყო­ფი­ლა, ეს ხალ­ხის მი­ერ აგო­რე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც ზღა­პარს უფ­რო მო­გა­გო­ნებ­და. ზო­გი­ერ­თი კი მარ­თ­ლაც რე­ა­ლუ­რის მსგავ­სია. ჩემ­თ­ვი­საც მო­უ­ყო­ლი­ათ ისე­თი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ახ­ს­ნას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვუ­ძებ­ნი, ალ­ბათ ასე ხართ თქვენც, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე გავ­სა­უბ­რე­ბო­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, მკურ­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლით მკურ­ნა­ლო­ბენ ხალხს და ფსი­ქო­ლოგს.

პირველად გა­ვე­მარ­თე მკურ­ნალ­თან, ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლი მუკ­ნი­აშ­ვილ­თან, ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია და ბევ­რი მი­დის მას­თან სამ­კურ­ნა­ლოდ. მისი თქმით, ღვთი­უ­რ ძა­ლას ფლობს და ასე კურ­ნავს ხალხს.

-  რო­გორ და რო­დის აღ­მო­ა­ჩი­ნეთ თქვენ­ში ეს ძა­ლა და რო­გორ მკურ­ნა­ლობთ ხალხს?

-  მე­დი­ცი­ნა ხან­და­ხან უძ­ლუ­რია და ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის გან­კურ­ნე­ბა არ შე­უძ­ლია, სწო­რედ ამი­ტომ ვარ­სე­ბობთ პა­რაფ­სი­ქო­ლო­გე­ბი. ეს ისე­თი მეც­ნი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ამო­უც­ნობ ფე­ნო­მე­ნად ით­ვ­ლე­ბა. მე ბავ­შ­ვო­ბი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჩემ­ში ეს ძა­ლა, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე დავ­დი­ო­დი ეკ­ლე­სი­ა­ში. ვი­ღაც ავად რომ გახ­დე­ბო­და და ექი­მე­ბი ვე­რა­ფერს შვე­ლოდ­ნენ, სწო­რედ მა­შინ მე­ძახ­დ­ნენ მე. რაც უნ­და სა­ოც­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, ხე­ლის ერ­თი გა­დას­მი­თაც შე­მეძ­ლო ადა­მი­ა­ნის გან­კურ­ნე­ბა. სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლებ­საც ვამ­ზა­დე­ბდი. ბი­ო­სამ­კურ­ნა­ლო ენერ­გი­ის ქო­ნა დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა.

-  ალ­ბათ თქვენ­თა­ნაც მო­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გიყ­ვე­ბი­ან, რომ ღა­მით ხმე­ბი ჩა­ეს­მით ან მათ სახ­ლ­ში ნივ­თე­ბი თა­ვი­სით მოძ­რა­ო­ბენ...

-  ეს ყვე­ლა­ფე­რი ეშ­მა­კის­გან მო­დის, ხალხს ში­ში რომ ჩა­უ­ნერ­გოს, თუ ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რობს, ასე­თი რამ არ და­ე­მარ­თე­ბა. სწო­რედ ამის­თ­ვის ვარ მე, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რო. ბავ­შ­ვო­ბა­ში მეც მქონ­და ხილ­ვე­ბი. ხში­რად გა­მომ­ცხა­დე­ბი­ან ან­გე­ლო­ზე­ბი, ოღონდ ამას მა­შინ არა­ვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, დავ­დი­ო­დი ტა­ძარ­ში და იქი­დან გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და, თით­ქოს დავ­ფ­რი­ნავ­დი. ასე­თი რამ ბევრს არ ემარ­თე­ბა, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ხალ­ხის­თ­ვის მემ­კურ­ნა­ლა.

რაოდენ გა­საკ­ვი­რიც უნ­და იყოს, ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ასე ფიქ­რო­ბენ, რომ სახ­ლ­ში უც­ნა­ურ ხმებს ეშ­მა­კე­ბი გა­მოს­ცე­მენ, სწო­რედ ისი­ნი აად­გი­ლე­ბენ ნივ­თებს ხალ­ხის შე­სა­ში­ნებ­ლად და არა­ნა­ი­რი სუ­ლე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ დე­და­მი­წა­ზე. სამ­კურ­ნა­ლო ბი­ო­ე­ნერ­გი­ას კი ხალხს ძი­რი­თად შემ­თხ­ვე­ვა­ში ეშ­მა­კი ანი­ჭებს. მა­თი­ვე თქმით, არ შე­იძ­ლე­ბა სუ­ლე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა, რად­გან სუ­ლე­ბის მა­გივ­რად ეშ­მა­კი მო­დის და თქვენს შე­ში­ნე­ბას ცდი­ლობს.

ამ ორი მო­საზ­რე­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ გა­ვე­მარ­თე ბატონ რე­ზო ჯორ­ბე­ნა­ძეს­თან, რა­თა ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზ­რი გა­მე­გო ამ თე­მა­ზე. მას­თან მის­ვ­ლამ­დე გა­დავ­წყ­ვი­ტე, რამ­დე­ნი­მე პა­რა­ნორ­მა­ლურ ის­ტო­რი­ას გავ­ც­ნო­ბო­დი. ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს თქვენც მო­გიყ­ვე­ბით:

1930 წელს ინ­დო­ე­თის დე­და­ქა­ლაქ დე­ლი­ში მცხოვ­რებ­მა 4 წლის გო­გო­ნამ, სა­ხე­ლად შან­ტი დე­ვამ, თა­ვის მშობ­ლებს გა­მო­უცხა­და, რომ ერთ დროს იგი ცხოვ­რობ­და სო­ფელ მუტ­რა­ში, იყო სა­მი შვი­ლის დე­და, რო­მე­ლიც მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყ­ვა და რომ მი­სი წი­ნა სა­ხე­ლი იყო ლუდ­ჯი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გო­გო­ნა უწყ­ვე­ტად იმე­ო­რებ­და ამ ის­ტო­რი­ას, მის­მა მშობ­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­იწყეს. მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მარ­თ­ლაც არ­სე­ბობ­და სო­ფე­ლი სა­ხე­ლად მუტ­რა და ამ სო­ფელ­ში მარ­თ­ლაც ცხოვ­რობ­და ქა­ლი სა­ხე­ლად ლუდ­ჯი, რო­მე­ლიც ახა­ლი გარ­დაც­ვ­ლი­ლი იყო. მათ შან­ტი ამ სო­ფელ­ში მი­იყ­ვა­ნეს. 4 წლის ბავ­შ­ვ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ად­გი­ლობ­რივ დი­ა­ლექ­ტ­ზე და­იწყო სა­უ­ბა­რი და ამო­იც­ნო მი­სი ქმა­რი და ბავ­შ­ვე­ბი წი­ნა ცხოვ­რე­ბი­დან. მან ასე­ვე გა­იხ­სე­ნა ფაქ­ტე­ბი გარ­დაც­ვ­ლი­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბი­დან, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა სი­მარ­თ­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

ბა­ტონ­მა რე­ზომ სი­ა­მოვ­ნე­ბით გამ­ცა კითხ­ვებ­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი...

-  არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ მათ უც­ნა­უ­რი და პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი ამ­ბე­ბი გა­დახ­დე­ნი­ათ თავს...

-  ბევ­რი ჰყვე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მათ სახ­ლ­ში პოლ­ტერ­გე­ის­ტე­ბი არ­სე­ბო­ბენ და ნივ­თე­ბი სახ­ლ­ში თა­ვი­სით გა­და­ად­გილ­დე­ბა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი უკავ­შირ­დე­ბა კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბას. ის რაც გა­რე­მო­ში ხდე­ბა, ადა­მი­ან­ში აისა­ხე­ბა. ბოლო ხა­ნებ­ში ბევ­რი წერს დიდ ადა­მი­ა­ნებ­ზე ან მფრი­ნავ თეფ­შებ­ზე, ამ ყვე­ლა­ფერ­საც პა­რა­ნორ­მა­ლურ მოვ­ლე­ნად აღიქ­ვა­მენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რია ისე­თი ად­გი­ლი, რო­მელ­საც მის­ტი­კურ იარ­ლიყს აკე­რე­ბენ, რად­გან იქ მომ­ხ­და­რი მოვ­ლე­ნე­ბის ახ­ს­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ფსი­ქო­ლოგ­მა იუნ­გ­მა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე საკ­მა­ოდ კარ­გი ნაშ­რო­მი შექ­მ­ნა. ის თვლის, რომ ადა­მი­ა­ნი ელის გა­დამ­რ­ჩენს და ამი­ტომ ქმი­ან არარ­სე­ბულ მი­თებს დიდ ადა­მი­ა­ნებ­ზე ან უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­ზე. მსგავს მო­საზ­რე­ბებს ფეს­ვე­ბის გად­გ­მა­ში ხე­ლი შე­უწყო ფილ­მებ­მა და სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ ინ­ტერ­ნეტ­ში. თუ ამ დი­ნა­მი­კას და­ვაკ­ვირ­დე­ბით, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად მო­დი­ან, შემ­დეგ შე­იც­ვალ­ნენ და დე­და­მი­წის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად მო­დი­ან, ახ­ლან­დელ ფილ­მებს თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, უკ­ვე არ­სე­ბო­ბენ კე­თი­ლი და ბო­რო­ტი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ადა­მი­ა­ნებ­ზე მოქ­მე­დებს. მე ვთვლი, რომ კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უფ­რო ვაკ­ვირ­დე­ბით უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნებს, რომ­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზეც ად­რე თავს არ შე­ვი­წუ­ხებ­დით. ოთხი წლის წინ მახ­სოვს ამ­ბობ­დ­ნენ, რომ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თ­ლო­ში სუ­ლი და­დი­ო­და, ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს ეს სჯე­რო­და. ბევ­რი და­დის ჯა­დოს მო­სახ­ს­ნე­ლა­დაც. ასეთ ადა­მი­ან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა იოლია და ბევ­რი შარ­ლა­ტა­ნი ამ ფაქტს იყე­ნებს.

-  არ­სე­ბობს ფო­ტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც უც­ნა­უ­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლე­ბი...

-  არის ბევ­რი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია ანო­მა­ლი­ე­ბი არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში და ყვე­ლა სხვა­დას­ხ­ვა ახ­ს­ნას უძებ­ნის, ეს ადა­მი­ა­ნის აზ­როვ­ნე­ბა­შია ჩამ­ჯ­და­რი, რომ ასე­თი რამ ირ­წ­მუ­ნოს. ერთ-ერთ ოჯახ­ში "და­მა­ვო­ის" ნამ­ცხ­ვ­რებს უდებ­დ­ნენ, რო­მე­ლიც დი­ლით აღარ ხვდე­ბო­დათ, მსგავს ფაქტს მე ახ­ს­ნას ვერ ვუ­ძებ­ნი. მთა­ვა­რია, ჩვენ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ის ძა­ლა, რომ ამას მი­თო­ლო­გი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის კუთხით არ შევ­ხე­დოთ. ზო­გი ასეთ ფაქტს იგო­ნებს, ზო­გი არა, ეს შე­სას­წავ­ლია.

-  რას­თან გვაქვს საქ­მე, რო­დე­საც მა­სობ­რი­ვად ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ რა­ღაც უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნა ნა­ხეს?

-  ესაა კო­ლექ­ტი­უ­რი არაც­ნო­ბი­ე­რი, - ერ­თ­მა თქვა და გავ­რ­ცელ­და. შე­საძ­ლოა, ერ­თი სო­ფე­ლი ხე­დავს ცი­ურ სხე­ულს, თით­ქოს ტრან­ს­ში არი­ან, მაგ­რამ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტი არა­ვის აქვს. ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ ფუ­ნი­კუ­ლო­რის გზა­ზე ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში მან­ქა­ნე­ბი თა­ვი­სით და­დი­ან აღ­მარ­თ­ზე, ეს აღ­ქ­მის ილუ­ზიაა ლან­დ­შაფ­ტ­ზე და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში იქ დაღ­მარ­თია.

-  რას გვეტყ­ვით მკითხა­ვებ­ზე?

-  შარ­ლა­ტა­ნე­ბი ძველ დრო­შიც არ­სე­ბობ­დ­ნენ და ახ­ლაც არი­ან.Aადრე არ­სე­ბობ­და მკითხა­ვი ბარ­ნუ­ბი. ის ხალხს ტან­საც­მ­ლის მი­ხედ­ვით მკითხა­ობ­და, მათ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ეტყო­ბო­დათ რო­მელ სო­ცი­ა­ლურ ფე­ნას ეკუთ­ვ­ნოდ­ნენ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი გათხო­ვი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ თუ არა და ასე შემ­დეგ. ბარ­ნუ­ბი მათ მო­მა­ვალ­ზე ესა­უბ­რე­ბო­და. ამ ფაქ­ტით ფსი­ქო­ლო­გე­ბი და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ და და­ად­გი­ნეს, რომ ის ზო­გა­დი ტერ­მი­ნე­ბით სა­უბ­რობ­და და ასე აჯერებდა ადა­მი­ანს ყვე­ლა­ფერს. ისი­ნიც სა­მო­მავ­ლოდ ისე იქ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც ბარ­ნუ­ბი ეუბ­ნე­ბო­და. ესეც თავ­და­ჯე­რე­ბაა. ერთ-ერ­თი კვლე­ვის დროს შეკ­რი­ბეს ხალ­ხი, და­უს­ვეს კითხ­ვე­ბი და გა­მო­იკ­ვ­ლი­ეს მა­თი პი­როვ­ნე­ბა, ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბი შე­ი­ნა­ხეს და შეც­დო­მით და­წე­რი­ლი პა­სუ­ხე­ბი კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უ­ტა­ნეს, ისი­ნი ამ პა­სუ­ხებს და­ე­თან­ხ­მ­ნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თე­ბი არ იყ­ვ­ნენ. ბარ­ნუბს ეკუთ­ვ­ნის ცნო­ბი­ლი სიტყ­ვე­ბი: "გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ წამს იბა­დე­ბი­ან დე­და­მი­წა­ზე", მათ ის სწამთ, რა­საც სა­კუ­თარ თავ­ზე ეუბ­ნე­ბი­ან. ადა­მი­ან­ზე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ჰო­როს­კო­პე­ბიც, ადა­მი­ა­ნი ისე იქ­ცე­ვა, რო­გორც იქ წე­რია.

ბატონ რე­ზოს­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ცო­ტა დავ­მ­შ­ვიდ­დი, ახ­ლა ვი­ცი, რომ არა­ვის ლა­პა­რაკს არ უნ­და და­ვუგ­დო ყუ­რი და არა­ფე­რი მო­მე­ლან­დე­ბა.

ნათია მაისურაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს