ქართველი მოთხილამურე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

ქართველი მოთხილამურე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

ქართველი მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. სპორტსმენი წლების წინ დაწყებული საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. საქმე ეხება პარლამენტის წევრ გოგი თოფაძესა და იასონ აბრამიშვილის ოჯახს შორის არსებულ დავას.

"ბატონო ბიძინა, ჩემთვის როგორც სპორტსმენისათვის ძალზე დიდი პატივი იყო და არის ისეთ მნიშვნელოვან შეჯიბრში მონაწილეობის მიღება, როგორიც ზამთრის ოლიმპიადაა, მითუმეტეს, როდესაც ქვეყნის პირველი პირის განცხადებით ოლიმპიური სულისკვეთება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივის მომტანია კაცობრიობისათვის.

საზოგადოდ ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების აზრი სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ორად იყო გაყოფილი, რაც სპორტსმენისათვის გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, ეს არ ყოფილა ხელისშემშლელი ჩემთვის, როგორც ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენისთვის, რომ შემართება შემენარჩუნებინა.

სამწუხაროა, როდესაც სპორტსმენს ოლიმპიადაზე გამგზავრების დღეს საკუთარ პრობლემებზე უწევს საუბარი. მე ოლიმპიადის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის მიერ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე მიწევდა პასუხის გაცემა.

ზუსტად, ჩემი ოლიმპიადაზე გამოსვლის წინა დღეებში გოგი თოფაძემ მედიასაშუალებებს მისცა ცილისწამებლური ინტერვიუ.

ვახდენ ციტირებას მის ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუდან "ის (იასონ აბრამიშვილი) პასუხისგებაშია მიცემული. მაგის საქმე ძიებაშია. იმის გამო, რომ არაერთხელ მოიტყუა ტელეეთერით, მოუწევს პასუხისგებაც, საქართველოს დროშას ეგ ვეღარ წაიღებს, რადგან მალე მოედავებიან და პასუხი უნდა აგოს."

მინდა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, კერძოდ 2008 წლის 4 აგვისტოს და ამავე წლის 4 დეკემბერს სანოტარო დოკუმენტაციის გაყალბების გზით პარლამენტარმა გოგი თოფაძემ და მისმა ოჯახმა ჩემი და ჩემი ოჯახის კუთვნილი ქონება მიისაკუთრა (რისი მტკიცებულებაც არსებობს), აღნიშნულის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2012 წლის თებერვლის თვეში რა დროსაც განცხადებით მივმართე გამოძიებას და მოვითხოვე ობიექტური გამოძიების ჩატარება, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ დღემდე გამოძიება უმოქმედობით გამოირჩევა. ეს ყოველივე კი გულს მტკენს, რადგან დღემდე სანთლით მიწევს სამართლის ძებნა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია