"ფეისბუქში" კინკლაობის შემდეგ ქალმა ფეხმძიმეს მუცელში იარაღიდან ესროლა

"ფეისბუქში" კინკლაობის შემდეგ ქალმა ფეხმძიმეს მუცელში იარაღიდან ესროლა

აშშ-ის შტატ ფლორიდაში "ფეისბუქში" წაკინკლავების შემდეგ, ქალმა ფეხმძიმე სასიკვდილოდ გაიმეტა.

თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს. როგორც სამართალდამცავებმა განაცხადეს, პოლიციაში ზარი შევიდა, რომ ქუჩაში ჩხუბია და გასროლის ხმაც იყო.

თავდამსხმელმა ფეხმძიმეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მუცელში ესროლა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ქალის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ თავდასხმამ ნაყოფი იმსხვერპლა. 35 წლის ვირჯინია უიჩე დააპატიმრეს.

"ისინი "ფეისბუქის" გამო ჩხუბობდნენ. მათ გვერდით ჩავუარე, როდესაც გასროლის ხმა შემომესმა", - ამბობს თვითმხილველი.

პოლიციის განყოფილებაში ეჭვმიტანილის დედა, ლილიან ჯორდანიც გამოცხადდა. მან განაცხადა, რომ "ამბის გამო ძალიან შეწუხებულია და მას ასეთი შვილი არ გაუზრდია. ვიღაცამ ჩემი შვილი გააღიზიანა და ასე ამიტომაც მოიქცა", - განაცხაა მან.

დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომზადებულია actionnewsjax.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს