7 რამ, რასაც სხვა ადამიანებისგან არ უნდა ელოდეთ

7 რამ, რასაც სხვა ადამიანებისგან არ უნდა ელოდეთ

ხშირად, ჩვენს ცხოვრებაში იმედგაცრუება ცრუ მოლოდინებს უკავშირდება. საინტერესოა, რას არ უნდა ველოდეთ ცხოვრებაში სხვა ადამიანებისგან? წარმოგიდგენთ ჩამონათვალს:

1. ნუ ელით, რომ დაგეთანხმებიან

თქვენ ბედნიერებას იმსახურებთ. რაც მეტად მოგწონთ თქვენი გადაწყვეტილებები, მით ნაკლებად დაგჭირდებათ სხვებისგან "კურთხევის" მიღება. უნდა გეყოთ გამბედაობა და უნდა იყოთ თვითმყოფადი. უნდა მისდიოთ თქვენს ინტუიციას, რაოდენ სახიფათოდ ან საშიშად არ უნდა ჟღერდეს ეს. საბოლოოდ  წარმატებას ხომ იმით გაზომავთ, რამდენად ბედნიერად და დამოუკიდებლად განვლეთ ცხოვრების გზა.

2. გადაეჩვიეთ იმის ლოდინს, რომ ვინმე იმაზე მეტი პატივისცემით მოგეპყრობათ, ვიდრე თქვენ ეპყრობით საკუთარ თავს.

3.  გადაეჩვიეთ ლოდინს (და საჭიროებას), რომ მოსწონდეთ სხვებს

შესაძლოა თქვენ ფიქრობდეთ და გრძნობდეთ, რომ ვინმე ერთი კონკრეტული ადამიანის ღირსი არ ხართ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სხვისთვის თქვენ შესაძლოა, ფასდაუდებელი ადამიანი იყოთ. არასდროს დაგავიწყდეთ, რად ღირხართ. გაუღიმეთ, იგნორირება გაუკეთეთ ასეთ ადამიანებს და გააგრძელეთ გზა.

4. ნუ მოელით,  რომ ადამიანები იქნებიან ისეთები, როგორი წარმოდგენაც მათზე გაქვთ

იყავით ყურადღებით და პატივისცემით მოეპყარით ადამიანებს ისეთებს, როგორებიც ისინი არიან და არა ისეთებს, როგორსაც თქვენ ისურვებდით, რომ ისინი ყოფილიყვნენ. ნუ მიაწერთ მათ ისეთ თვისებებს, რომელიც არ გააჩნიათ. ჩვენ ადამიანების უმეტესობას მხოლოდ ნახევრად თუ ვიცნობთ.

5. ნუ მოელით, რომ სხვას ეცოდინება, თქვენ რაზე ფიქრობთ

ადამიანებს ფიქრების კითხვა არ შეუძლიათ.  მათ უმრავლეს შემთხვევაში, არ იციან თქვენ რას გრძნობთ, ვიდრე თქვენ ამაზე ხმამაღლა არ იტყვით. თქვენი უფროსი? დიახ, მან არ იცის, რომ თქვენ დაწინაურების იმედი გაქვთ, იმიტომ რომ, თქვენ მისთვის ეს არ გითქვამთ.

6. ნუ მოელით, რომ ისინი რადიკალურად შეიცვლებიან

თუკი თქვენს ახლობელ ადამიანს რაიმე ჩვევა აქვს და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში ის შეიცვლება - დიდი ალბათობით ეს არ მოხდება. ასევე, დიდი ალბათობით, თქვენ ვერ შეძლებთ ადამიანების რადიკალურად შეცვლას. ამიტომ, გააკეთეთ არჩევანი, ან მიიღეთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან, ან ცხოვრება მათ გარეშე გააგრძელეთ.

7. ნუ მოელით, რომ მათ ყოველთვის ყველაფერი კარგად ექნებათ

იყავი საყვარელი ადამიანების მიმართ მზრუნველი. გახსოვდეთ, ცხოვრებაში ნათელი მომენტების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ გამორიცხოთ ცუდი მომენტები.  

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს