"გავსუქდი თუ გავხდი, არავის საქმე არ არის!" - მზია ორველაშვილი კრიტიკას პასუხობს

"გავსუქდი თუ გავხდი, არავის საქმე არ არის!" - მზია ორველაშვილი კრიტიკას პასუხობს

მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, მოცეკვავე მზია ორველაშვილი მაყურებელთა კრიტიკულმა კომენტარებმა გააღიზიანა.

"ხალხო, ძალიან გთხოვთ, ყველამ მიხედეთ თქვენს საქმეს, მე ნუ მეხებით! გავსუქდი თუ გავხდი, თუ რა ვიცი, რა დამემართა, არავის საქმე და გასარჩევი არ არის! თქვენი აზრები შეინახეთ თქვენთვის!! მადლობა!!!", - დაწერა მოცეკვავემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა დაწერა, რომ მომღერალ TL-ს უფრო ახალგაზრდა და გამხდარი პარტნიორი შეეფერებოდა.

"TL-ზე ვგიჟდები, არ მახსოვს როდიდან "სპეშალ გესთს" რომ წერდა ლონდონში, ეგეც მახსოვს პროსტა, მეწყვილე ტანით დაბალი უნდა ყოფილიყო, ახალგაზრდა და გამხდარი, ესე მგონია"

კომენტარი მოცეკვავეს უპასუხოდ არ დაუტოვებია:

"ახალგაზრდა ვარ და მსუქანი არ ვარ ))))".

შეგახსენებთ, მოცეკვავეს შოუში პარტნიორობას მომღერალი TL უწევს.

იხილეთ ასევე: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" "მკერდის სკანდალი" გრძელდება - რა კომენტარი მიუძღვნა ნაზღაიძემ ჯამბურიას დეკოლტეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს