თანამედროვეობის ყველაზე უცნაური ნაძლევები

თანამედროვეობის ყველაზე უცნაური ნაძლევები

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყველაფერზე შეუძლიათ დანაძლევება. ისინი მზად არიან, ნაძლევის მოსაგებად უკან არაფერზე დაიხიონ, ხანდახან შედეგები კატასტროფულიც კი არის. გადავავლოთ თვალი რამდენიმე ყველაზე უცნაურ ნაძლევს.

2007 წელს ანდრეი კარპოვს ფული გაუთავდა, ზუსტად პოკერის თამაშის დროს. თუმცა იმდენად უნდოდა თამაშის გაგრძელება, ბევრი არ უფიქრია და თავისი ცოლი ტატიანა ''დადო ფსონზე''. მის სამწუხაროდ, მან ცოლიც წააგო. თუმცა ტატიანასაც ბევრი არ უდარდია - გამარჯვებულ სერგეის ცოლადაც გაჰყვა. მოგვიანებით ასე ახსნა თავისი საქციელი: ''როგორც კი ჩემმა ქმარმა ასეთი რამ გააკეთა, მივხვდი, რომ უნდა მიმეტოვებინა. სერგეი კი ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი კაცია. მასთან ახლაც ბედნიერად ვგრძნობ თავს''.

1996 წელს ბრაიან ზემბეკმა ასევე პოკერის თამაშის დროს ნაძლევი დადო მეგობრებთან, რომ მკერდის იმპლანტებს ჩაიდებდა და ერთი წელი ივლიდა ასე. თუ ასე იზამდა, 100 ათას დოლარს მიიღებდა სანაცვლოდ. მართლაც მოიგო ნაძლევი - იპოვა ქირურგი, მისნაირი აზარტული ადამიანი - ექიმს ნარდი ეთამაშა და 4500 დოლარის ღირებულების ოპერაცია ''მოუგო''. ასე, უფასოდ გაიკეთა ოპერაცია. მოგებული თანხაც მიიღო, თუმცა იმპლანტები აღარ ამოუღია. მას მერე 18 წელი გავიდა და ისევ იმ მკერდით დადის. ამბობს, რომ მიეჩვია და თან ეშინია კიდევ ერთი ოპერაციის. მით უმეტეს, მკერდი დისკომფორტს არ უქმნის მის ცოლ-შვილს, ეგ კი არა, დამატებითი შემოსავლების წყაროც არის - სხვადასხვა შოუსა თუ გადაღებაში მონაწი-ლეობისთვის ''მკერდოსან'' ბრაიანს კარგ ფულს სთავაზობენ.

ჯონ გრანტი საფეხბურთო გუნდ ''ჩიკაგო ბეარსის'' ფანი იყო, მისი ცოლი ნიკოლი - ''გრენ ბეი პეკერსის''. ერთ ჩვეულებრივ დღეს ბარში ერთად უყურებდნენ საფეხბურთო თამაშს და თან სვამდნენ. მერე კი ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ნაძლევი დაედო - რომლის გუნდიც წააგებდა, მას ელექტროძაბვის რამდენიმე დარტყმისთვის უნდა გაეძლო. ნიკოლის გუნდმა წააგო და წყვილმა გადაწყვიტა, იქვე, ბართან ახლოს კუთხეში შეესრულებინათ ნაძლევის პირობა. როცა ქმარმა პირველად დაარტყა ელექტროძაბვის აპარატით, ნიკოლს გაეცინა, მაგრამ შემდეგი დარტყმები უკვე ძლიერი აღმოჩნდა და პოლიცია გამოიძახა. იმ ღამეს მისი ქმარი დააპატიმრეს - ელექტროძაბვის აპარატის ულიცენზიოდ ტარებისთვის. მერე კი უცნაური წყვილი საერთოდაც დაშორდა ერთმანეთს.

2010 წელს დამწყები რეპერი ჯონ ''ფეტბოი'' პაუელი ერთ-ერთ ოჯახურ წვეულებაზე გამოდიოდა ილინოისის შტატის პატარა ქალაქში. მან ერთი შეხედვით სახალისო ნაძლევი დადო - წვეულებაზე მყოფი ნებისმიერი გოგონასგან სახეში დარტყმას გავუძლებო. მისი გამოწვევა 22 წლის ტიფანი სტარცმა მიიღო. მან ბიჭს სახეში სთხლიშა. რეპერი ერთი ნაბიჯით უკან გადგა, შესძახა: ''ვა, მაგარი დარტყმაა'', და იატაკზე დაეცა. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, უკვე გვიანი იყო - ექიმების დასკვნით, კისრის არტერია გაუწყდა, რამაც თავის ტვინის ტრავმა გამოიწვია. რეპერი გარდაიცვალა, სტარცი კი სასამართლოს წინაშე წარდგა. მან დანაშაული აღიარა, მაგრამ ყველა პუნქტით გაამართლეს.

2007 წელს მსახიობი სტივენ ბოლდუინი (ალეკ ბოლდუინის ძმა) პოპვარსკვლავ მაილი საირუსს შეხვდა თეთრ სახლში სადილობისას. ბოლდუინს მაშინ სამსახური არ ჰქონდა. სიამოვნებით წარუდგა ტელესერიალ ''ჰანა მონტანას'' ახალგაზრდა ვარსკვლავს და დაენაძლევა, თუ მაილის პერსონაჟ ჰანა მონტანას ინიციალებს ხელზე ამოისვირინგებდა, მაილის მისთვის თავის ტელეშოუში როლი უნდა მიეცა. სტივენმა მართლაც გაიკეთა ტატუ HM. მართალია, სერიალი ისე მოხსნეს ეთერიდან, სტივენი იქ არასდროს გამოჩენილა, თუმცა მაილისთან მეგობრობა მაინც შეინარჩუნა და მალე სამსახურიც იშოვა, ოღონდ - სხვა შოუში.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს