ბალერინების დიეტა - როგორ ინარჩუნებენ მოცეკვავეები იდეალურ ტანადობას?

ბალერინების დიეტა - როგორ ინარჩუნებენ მოცეკვავეები იდეალურ ტანადობას?

ქუჩაში აუცილებლად გამოარჩევთ პროფესიონალ მოცეკვავეს, რომელსაც იდეალური სხეული და სიარულის მანერა ექნება. შეუძლებელია, ტანწერწეტა და ნავარჯიშევი მოცეკვავეების სხეულით არ მოიხიბლო.

რასაკვირველია, ეს რთული და საკმაოდ შრომატევადი რეპეტიციების დამსახურებაა, მაგრამ დიეტის გარეშე არაფერი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ტელეეკრანებზე ოსკაროსანი ფილმი - "შავი გედი" გამოჩნდა, ბალეტის მიმართ ინტერესი უფრო გამძაფრდა. რომ არ ვიცოდეთ, რომ ნატალი პორტმანი მსახიობია, ვიფიქრებდით, რომ კამერის წინ პროფესიონალი ბალერინა ნარნარებს. ნატალიმაც და მისმა კოლეგა, მილა კუნისმაც სპეციალურად გადასაღები მოედნისთვის ბალერინების დიეტა დაიცვეს და დღეში რამდენჯერმე ბალეტის გაკვეთილებს ესწრებოდნენ.

მოცეკვავეები არასდროს შიმშილობენ და ყოველთვის ჯანსაღი საკვებით იკვებებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიფიტებიან და ვარჯიშის დატვირთვას ვერ აიტანენ. ისინი სვამენ დიდი რაოდენობით წყალს, ამცირებენ შაქრისა და მარილის მოხმარებას. ბალერინების დიეტა დღეში 3-ჯერ კვებითა და 3-ჯერ წახემსებით შემოიფარგლება. საერთო ჯამში მათი რაციონი დღეში 2000 კალორიისგან შედგება:

საუზმე: 1 ფორთოხალი, 200 მილილიტრი უცხიმო რძე, ფრანგული ტოსტი - 2 ნაჭერი პური და 1 კვერცხი.

საუზმის შემდეგ მსუბუქი წახემსებისთვის: 1 ნაჭერი პური და 1 ჩაის კოვზი კარაქი, 1 უცხიმო იოგურტი და 1 ვაშლი.

ლანჩი: ყურძნის 15 მარცვალი და 2 ქლიავი.

ლანჩის შემდეგ წახემსებისთვის: ფუნთუშის ნახევარი ნაჭერი, 25 გრამი ყველი, 200 მილილიტრი პომიდვრის წვენი, ნახევარი გრეიფრუტი.

სადილი: 50 გრამი ქათმის გულ-მკერდი, 200 გრამი დაკონსერვებული პომიდორი, 100 გრამი პასტა.

სადილის შემდეგ წასახემსებლად: 1 უცხიმო იოგურტი, 1 ბანანი.

მომზადებულია guardianeatright.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს