შალვა რამიშვილის უხამსი ხუმრობის შემდეგ ინგა გრიგოლია კოლეგებს მადლობას უხდის

შალვა რამიშვილის უხამსი ხუმრობის შემდეგ ინგა გრიგოლია კოლეგებს მადლობას უხდის

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კოლეგებს - ეკა ხოფერიასა და ნინო შუბლაძეს საჯაროდ მიმართავს და მადლობას უხდის.

"რა მაგარია, რომ მრავალი წლის განმავლობაში, კონკურენციის საკმაოდ რთულ რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა არასოდეს მიგვიყენებია და ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთის შრომას))))))))", - წერს გრიგოლია.

ტელეწამყვანი იქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნული სტატუსი შემთხვევით არ დაუწერია და ეს "გუშინდელიდან გამოყოლილი რეაქციაა".

გრიგოლია, სავარაუდოდ, "ტელეიმედის" ეთერში შალვა რამიშვილის ახალ შოუს გულისხმობს, სადაც მან კოლეგა გიორგი გაბუნიას საჯაროდ დასცინა. შალვამ "ფეისბუქში" გიორგი გაბუნიას შეურაცხმყოფელი გვერდი ("გიორგი გაბუნია ყ** ხარ") მაყურებელს ირონიული ტექსტით წარუდგინა და შემდეგ ყველას დასანახად "დაალაიქა".

ინგა გრიგოლიას პოსტს ნინო შუბლაძე გამოეხმაურა:

"არც არასდროს მოხდება ეგ:) მაგას მეტი პატივისცემა უნდა საკუთარი თავის, პირველ რიგში და მერე კოლეგების (განურჩევლად იმისა, რომელ არხზე მუშობს და რას აკეთებს)", - დაწერა ნინომ.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს