"თავად არჩევნების არსია გაყალბებული" - "ოცნების" მერობის კანდიდატებს ადგილებზე არ იცნობენ?

"თავად არჩევნების არსია გაყალბებული" - "ოცნების" მერობის კანდიდატებს ადგილებზე არ იცნობენ?

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებს აკრიტიკებს.

"თვითმმართველობის არსი ხომ ის არის, რომ, ვთქვათ, ქალაქის მერი ქალაქმა უნდა შეარჩიოს და აირჩიოს? ჰოდა, "ოცნების" მიერ დასახელებული მერობის კანდიდატებიდან რომელიმეს თუ შეარჩევდნენ იმ ქალაქის მაცხოვრებლები, სადაც კენჭს იყრიან? უმრავლესობას, მგონი, არც იცნობენ ადგილებზე. მით უმეტეს, არც ერთი მათგანი ადგილობრივი ლიდერი არ არის. საზოგადოებრივად აქტიურები არ იყვნენ და იმიტომ არ იცნობს საზოგადოება. თორემ მეზობლები კი იცნობენ, ალბათ. საქართველოა მაინც.

ძალიან ჩამოვრჩით დროს, მეტისმეტად...

სხვათა შორის, რამდენიმე ქალაქში (ზუსტად ვიცი, რომ ორში), "ზემოდან" შემოთავაზებულ კანდიდატს ადგილობრივი ლიდერები უპირისპირდებიან. ვნახოთ, რა მოხდება...

ყველას მოსაწონი კი არ უნდა დაასახელონ, ადგილობრივი ლიდერი უნდა დაასახელონ, უკვე ვისაც იცნობენ და ენდობიან ამა თუ იმ ქალაქში. აბა, რა არის თვითმმართველობა? რომელიმე რეგიონის ადგილობრივ ორგანიზაციას ჰკითხეს რამე? არც არაფერი უკითხავთ...

თბილისელებმა ვერ შევძელით, რომ ჩვენი ლიდერი დაგვეპირისპირებინა "ზემოდან" ჩამოწვდილი კანდიდატისთვის. ძალიან რომ გვეყოჩაღა, ფორმალურად პარტიის შექმნაც კი შეიძლებოდა ამისთვის. მაგრამ, როგორც ადრე დავწერე, გვძინავს. როცა გავიღვიძებთ, კიდევ რამდენიმე წლის ლოდინი დაგვჭირდება.

თავად არჩევნების არსია გაყალბებული. ამაზე ვაკეთებ აქცენტს", - წერს ანთაძე.

იხილეთ ასევე: "ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატები დაასახელა

მერობის 12 კანდიდატიდან 12-ვე მამაკაცი - რით ხსნიან გენდერულ დისბალანსს "ქართულ ოცნებაში"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს