კასპში სატვირთო მატარებელი 75 წლის მამაკაცს დაეჯახა

კასპში სატვირთო მატარებელი 75 წლის მამაკაცს დაეჯახა

კასპის სარკინიგზო მაგისტრალზე ნავთობით დატვირთული მატარებელი 75 წლის ელგუჯა ტ-ს შეეჯახა. მოხუცი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ფარნავაზის ქუჩაზე ცხოვრობდა, რომელიც ქალაქის ნაწილს სარკინიგზო მაგისტრალით უერთდება. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მოხუცი პურის საყიდლად ქალაქის მეორე მხარეს იყო გადასული.

როგორც სატვირთო მატარებლის გამცილებელი ამბობს, მემანქანემ შეამჩნია თუ არა მატარებლის სავალ ნაწილზე მამაკაცი, სიგნალი მაშინვე ჩართო, თუმცა უბედური შემთხვევის თავიდან აცილება ვერ შეძლო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია