ივლის თუ არა თბილისში ტრამვაი

ივლის თუ არა თბილისში ტრამვაი

"თუ ევროპას ვბაძავთ, მაშინ იქ ყველგან არის ტრამვაიც და ტროლეიბუსიც".

ჩვენი ბებიებისა და პაპების მონაყოლს თუ დავუჯერებთ, ერთ დროს, ტრამვაისა და ტროლეიბუსის გარეშე თბილისის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ეს გახლდათ ყველაზე იაფი და ხელსაყრელი ტრანსპორტი არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ მთელი ქალაქის მოსახლეობისათვის. შემდეგ რელსები აიყარა, ვაგონები სადღაც გაქრა და დედაქალაქი ტრამვაის გარეშე დარჩა.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ტრამვაის პროექტი კარგა ხანია შემუშავებულია: 2010 წელს, თბილისის მერიასა და ფრანგულ საინჟინრო კომპანია "სისტრას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ტრამვაის ქსელის ტექნიკურ პროექტზე მუშაობა კი 2012 წელს დასრულდა. თუმცა დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე მერია ამ პროექტს ვერ განახორციელებს. ჩანს, პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 143 მილიონი ევროა, პოლიტიკური "ომის" გამო ჯერჯერობით ვერ განხორციელდება.

სევდია უგრეხელიძე, ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი:

- ტრამვაის პროექტი თბილისისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი არის, რადგან ეს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. პროექტის განხორციელება შეიძლება ძვირი დაჯდეს, მაგრამ სპეციალისტების თქმით, მისი ექსპლუატაცია არც ისე ძვირი ჯდება. ვფიქრობ, ვინც არ უნდა მოვიდეს დედაქალაქის სათავეში, ამაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს. თბილისში ტრამვაის ხაზები ოდითგანვე მუშაობდა და ერთგვარი კოლორიტიც გახლდათ. თანაც, თბილისი მტკვრის ნაპირებზეა გაშენებული და ტრამვაის ხაზმა შეიძლება მთელი ქალაქი მოიცვას. ტრამვაი, ეს არის ტრანსპორტი, რომლითაც მთელი კულტრული ევროპა სარგებლობს და მისი ამოქმედება ჩვენთანაც უნდა მოხერხდეს.

სამწუხაროდ, ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ძვრების გამო, მერიის მუშაობა თანდათან შეიზღუდა და დამთავრდა იმ საბიუჯეტო კრიზისით, რომლის შესახებაც ყველამ იცის. ბოლო ორ წელიწადში ბევრი რამ გაჩერდა და ეს პროექტიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "საბიუჯეტო ომის" პირობებში მისი განხორციელება მერიისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია".

ლავრენტი ალანია, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე: "თუ ქალაქში ტრამვაის არსებობა სურდათ, თავის დროზე უნდა მიეხედათ. როგორმე უნდა მოეხერხებინათ არსებული ხაზების გადახალისება, ახლა კი, ისევ ნულიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი - ამიტომაც ჯდება პროექტი ძვირი. მერია ამტკიცებს, ამ პროექტს მთავრობა ხელს უშლისო, მაგრამ აქამდე სად იყვნენ? ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა ნამდვილად არ მინდა, არც ის მინდა, თბილისის მერიისა და მთავრობის ბატალიებში ჩავერიო, მაგრამ რაც გასაკეთებელია, თავის დროზე უნდა გაკეთდეს. თუ ევროპას ვბაძავთ, მაშინ იქ ყველგან არის ტრამვაიც და ტროლეიბუსიც, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ორივე გააუქმა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოდესმე დაუშვიათ.

ტრამვაის ამუშავება მოსახლეობისთვისაც დიდი შეღავათი იქნება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია