დეკანოზი დავით ისაკაძე ანათემაზე გადაცემით იმუქრება

დეკანოზი დავით ისაკაძე ანათემაზე გადაცემით იმუქრება

ეთხოვოს წმინდა სინოდს მოახდინოს იმ პირების განკანონება, რომლებიც ანტიდისკრიმაციულ კანონზე ხელს მოაწერენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა დავით ისაკაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განკანონების სხვადასხვა ფორმები არსებობს, ერთ-ერთი არის - ანათემაზე გადაცემა. დეკანოზმა განმარტა, რომ იგი იმ პირების ანათემაზე გადაცემას მოითხოვს, რომლებიც კანონპროექტზე ხელს მოაწერენ. დეკანოზმა აქვე დასძინა, რომ ანათემაზე გადაცემა ადამიანის დაღუპვას არ ნიშნავს, არამედ, შესაბამისი სინანულის შემთხვევაში, პირს შეუძლია დაბრუნდეს ეკლესიაში.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ პარასკლისი დასრულდა. აქციის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან სხვადასხვა პირები მიდიოდნენ. მათ შორის იყო გელა სალუაშვილი, რომელიც ცალკე შეეცადა აქციის გამართვას. ასევე პარლამენტთან მივიდა ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე, თუმცა იგი აქციის მონაწილეების ნაწილმა არ მიიღო. მათ განაცხადეს, რომ ბედუკაძის მათთან ყოფნა აქციას პოლიტიკურ ელფერს შესძენდა, ამიტომ სასულიერო პირებმა და მრევლმა პირველი გიმანიზიის ეზოში გადაინაცვლეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია