სამართალდამცავებმა სკოლა "ინტელექტის" მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

სამართალდამცავებმა სკოლა "ინტელექტის" მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლა "ინტელექტის" მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს წარმომადგენლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში თბილისში, სკოლა "ინტელექტი"-ს უფროსი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ მოსწავლეებს ე.წ. "ბიო"-ს მოხმარების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ მოზარდებს განუმარტა, რომ 1 მაისიდან ძალაში შედის კანონი "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ", რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. ამ კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსმა ვიქტორ რაზმაძემ მოსწავლეებისთვის საინტერესო შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. მოზარდებს ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ასევე ესაუბრა ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.

შსს-ს ანტინარკოტიკული კამპანიის სლოგანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება", მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ