ქართველი ვარსკვლავები, რომლებსაც ბანკში ვალები აქვთ - რისი გაკეთება უწევთ ცნობილებს კრედიტების დასაფარად

ქართველი ვარსკვლავები, რომლებსაც ბანკში ვალები აქვთ - რისი გაკეთება უწევთ ცნობილებს კრედიტების დასაფარად

იშვიათად ნახავთ ადამიანს, ვისაც ბანკის ვალი არ აქვს, არც ცნობილი ადამიანები არიან გამონაკლისი, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ბევრი მათგანი ერიდება.

გიორგი ყიფშიძე

2 წლის წინ გიორგი ყიფშიძის ბანკის ვალი დაახლოებით 22 000 დოლარს შეადგენდა. იმისთვის, რომ ბანკთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა, თითქმის ყველა სამუშაოს ასრულებდა, დრო უქმად რომ არ დაეკარგა და ვალი გადაეხადა. მსახიობმა ზაფხულში ბარმენადაც იმუშავა. ყიფშიძეს ახლაც აქვს ბანკის ვალი, თუმცა ეს თანხა 22 000 თან შედარებით გაცილებით ნაკლებია. მსახიობი ამბობს, რომ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს, რათა მისი და დის, ლენუკა ყიფშიძის ვალები გადაიხადოს, შემდეგ კი მსოფლიო დაათვალიეროს. "ფული ძალიან ხშირად არ მაქვს და ბევრი საქმე გამიფუჭებია, რადგან დანიშნულების ადგილზე ვერ მივსულვარ. სახლშიც არავის ჰქონია კაპიკი და ტელეფონი გამომირთავს, რომ არ დაერეკათ და არ ეკითხათ, რატომ არ მოდიხარო", – განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.

თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძეს ახლა გაცილებით ცოტა ვალი აქვს, ვიდრე ერთი წლის წინ. სესხი ბანკიდან ბინის რემონტისთვის აიღო, სადაც თვითონ ჯერ არ ცხოვრობს. ტელეწამყვანს "სტანდარტ ბანკში" 5000 ლარის სესხი დარჩა გადასახდელი. იმის მიუხედავად, რომ სამი სამსახური აქვს, ხშირად უწევს საკრედიტო ბარათების აღება, მაგრამ თანხას დროულად აბრუნებს და ამბობს, რომ კარგი გადამხდელია.

გიორგი ვარდოსანიძე

გიორგი ვარდოსანიძეს კარგი საკრედიტო ისტორია აქვს. სესხება-გასესხების გარეშე ცხოვრება არ გამოსდის, თუმცა ცდილობს, როცა ფული მეგობარს სჭირდება, აჩუქოს და არა - ასესხოს. ვალები სრულად რამდენიმე თვის წინ გადაფარა. სესხის სახით ბანკიდან საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდა აღებული, რომლის დაზუსტებისგან გიორგი ყოველთვის თავს იკავებდა, თუმცა აღნიშნავდა, რომ ხუთნიშნა ციფრზე იყო საუბარი. ვალების გადაფარვა მსახიობმა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული "რენჯ როვერით" შეძლო. მოგებული მანქანის გაყიდვას დაახლოებით 7 თვის მანძილზე ცდილობდა. ბიზნესის დაწყებაც უნდოდა, თუმცა მისი ახლობლების თქმით, ავტომობილი ისე იაფად გაყიდა, მხოლოდ ვალების დაფარვა მოასწრო და "მერსედესი" შეიძინა.

ლიკა ლაბაძე

ტელეწამყვან ლიკა ლაბაძეს კარგი საკრედიტო ისტორია აქვს. საბანკო მომსახურებით იშვიათად სარგებლობს, მხოლოდ "ამერიკან ექსპრესის" მომხმარებელია, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში იყენებს და ხელფასის აღებისთანავე ფარავს.

ზუზუ ბეჟაშვილი

მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილს ბანკთან მწარე მოგონებები აკავშირებს. იმის გამო, რომ ვალი ვერ გადაიხადა, სახლიდან გამოასახლეს. ზუსტად რა თანხა ემართა ზუზუს უცნობია. სახლის გარეშე დარჩენილი მსახიობი მორიგ უსიამოვნებაში გაეხვია, მან დანაზოგი, 20 000 ლარის ოდენობით ერთ-ერთ იპოთეკარს მისცა, რომელმაც დაპირებული თანხა ვერ გადაუხადა და დააპატიმრეს. რის შედეგადაც ზუზუ მეორედ დარჩა სახლის გარეშე. მსახიობი ცდილობს ყველა შემოთავაზებას დათანხმდეს და სულ მუშაობს. გიორგი ყიფშიძის მსგავსად, ზაფხული ზუზუმაც შრომაში გაატარა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება