მამა ბასილი იაშაღაშვილი - სრულდება პარაკლისი, რათა ღმერთმა არ დაუშვას მამათმავლობის დაკანონება

მამა ბასილი იაშაღაშვილი - სრულდება პარაკლისი, რათა ღმერთმა არ დაუშვას მამათმავლობის დაკანონება

თბილისში პარლამენტის შენობასთან სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მამა ბასილი იაშაღაშვილმა განუცხადა, სრულდება პარაკლისი, რათა ღმერთმა არ დაუშვას საქართველოში მამათმავლობის დაკანონება ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის სახით და გარყვნილების ქადაგება, რასაც ამ კანონის მიღება შეუწყობს ხელს.

"ვაპროტესტებთ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, რომლის მიღებაც პარლამენტს სურს. ამ კანონპროექტით დაკანონდება სოდომისა და გომორის ცოდვა, რაც მიუღებელია. საქართველოში ისედაც ყოველთვის იყო უმცირესობების უფლებები დაცული. მამათმავლები სადაც აკეთებენ შეკრებებს, ჩვენ მათ არ ვუშლით, უბრალოდ, არ უნდა მოხდეს ამის პროპაგანდა. ამ კანონის მიღებით, პროპაგანდაზე ხელისშეშლა დაისჯება, რაც სრულიად მიუღებელია", - განაცხადა მამა ბასილი იაშაღაშვილმა.

პარაკლისს სასულიერო პირებთან ერთად მრევლიც ესწრება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია