"ერთადერთი, ვინც ამ ანაფორიან "სექსუალურ უმრავლესობას" მართლა გულში ჩაიხუტებს, რუსეთია"

"ერთადერთი, ვინც ამ ანაფორიან "სექსუალურ უმრავლესობას" მართლა გულში ჩაიხუტებს, რუსეთია"

საფრანგეთში მოღვაწე მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარლამენტს მოუწოდებს, თავი დაანებოს იმ სასულიერო პირებთან ლაპარაკს, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდაჭერის შემთხვევაში, დეპუტატებს ანათემაზე გადაცემით ემუქრებიან. მწერალი ასეთ სასულიერო პირებს და მათ მხარდამჭერებს ნეოფაშისტებად მოიხსენიებს, რომლებიც, მისი თქმით, თანამედროვე ევროპაში არავის სჭირდება.

"ჩემი აზრით ამ მიმდინარე მარაზმის შემდეგ, პარლამენტმა არა თუ არ უნდა გაამარტივოს, პირიქით უნდა გაამკაცროს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამ დღეებმა აჩვენა, რომ პრობლემა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე წარმოგვედგინა, თავისი ძალიან პესიმისტური პერსპექტივით, თუ პარლამენტს სათანადო პრინციულობა და მკაცრი შეუვალობა არ აღმოაჩნდება მათ არსებობას იმაზე მეტი ფასი არ ექნება, ვიდრე ნაციონალების პარლამენტს, ან უფრო შორეულ წარსულში წითელ უზენაეს საბჭოს ჰქონდა თუკი მათთვის საზოგადოების ამ ბნელი ნაწილის აზრი წონის პროგრესულ აზრს, მაშინ მათ არსებობასაც წონის ეს ახალი ანაფორიანი ოპოზიცია და მათი როგორც დემოკრატიის მექის, პარლამენტის არსებობა აზრს კარგავს. საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე ქაქანი აჯობებს მართლა დაამთავრონ. ლამის მე გავხდი უკვე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ამ პატარა ინკვიზიტორი დეკანოზების შემხედვარე! დაამთავრეთ ბანკეტებზე და მიღებებზე სტრასბურგელი ფუნქციონერების გამოკითხვას, ანახეთ ეს კადრები ჩვეულებრივ სტრასბურგელებს და კითხეთ თუ უნდათ ასეთი ახალი შარი ევროპაში. ევროპა არც ბრიუსელი და სტრასბურგია და არც ნატო, ევროპა ცოცხალი ადამიანებია, რომლებიც ირჩევენ და ინახავენ ყველა ამ ინსტიტუციას და რომელთა გაცნობა საქრთველოში არავის აინტერესებს.. თუმცა ეს სხვა თემაა. მე ჩემი მხრივ გეტყვით, რომ საფრანგეთს თავისი ნაციონალური ფრონტი ყავს ყელში გაჩხერილი თავისი 18 პროცენტით, ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებს და რაღაც გაუგებარი შორეული ქვეყნის ნეოფაშისტები ნამდვილად არ ჭირდება, მეტიც, თავად ნაციონალურ ფრონტს არ ჭირდება - ასეთებს ქვე ადამიანებად თვლიან და ამისი დასტური მარინ ლეპენის ამასწინანდელი ტრიუმფი იყო რუსეთის დუმაში! ერთადერთი ვინც ამ ანაფორიან "სექსუალურ უმრავლესობას" მართლა გულში ჩაიხუტებს რუსეთია... მხოლოდ ისე ჩაიხუტებს რომ "სიყვარულით" დაახრჩობს...და მათთან ერთად საქართველოს ნორმალურ ქვეყანად ჩამოყალიბების პერსპექტივასაც, ამიტომ სანამ კიდევ არის რაღაც პატარა შანსი დარჩენილი, დაანებეთ თავი ამ ხალხთან ლაპარაკს, მათი "პოზიციის დაფიქსირებას" ყველა არხზე პარლამენტში, ქუჩაში... მათ თავიანთი პრიმიტიული აზრი უკვე ერთხელ დააფიქსირეს და გავიგეთ, დაანებეთ თავი ამ "სექონდ ჰენდ" პოლიტიკოსების სიბრიყვისა და სპეკულაციების ტირაჟირებას, თუ ამ ქვეყანაში მათ მეტი აღარავინ დარჩა, ვისაც აზრი მოეკითხება, მაშინ უკვე გაუმარჯვია თეოკრატიას და თავი მაინც დაგვანებეთ, როგორც ბატონი როლანდი იტყოდა "დაგვაძინეთ მაინც, ბატონო"!", - წერს ქურდაძე.

იხილეთ ასევე: დეკანოზი დავით ისაკაძე ანათემაზე გადაცემით იმუქრება

"ის თავის უმეცრებას ქადაგებს პარლამენტში" - ცნობილი მწერალი პატრიარქს უპირისპირდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს