"1002 ღამე" - მაკა შალიკაშვილი და გია ჯაჯანიძე ახალ შოუს "პალიტრა TV"-ზე იწყებენ

"1002 ღამე" - მაკა შალიკაშვილი და გია ჯაჯანიძე ახალ შოუს "პალიტრა TV"-ზე იწყებენ

"1002 ღამე"- ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც "პალიტრა TV"-ს ეთერში 6 მაისიდან იწყება. გადაცემას სამი წამყვანი ჰყავს: ფსიქოლოგი და შოუმენი გია ჯაჯანიძე, მსახიობი მაკა შალიკაშვილი და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ცნობილი ნატალია ტყეშელაშვილი. ნატალია გიამ წლების წინ "საზოგადოებრივ მაუწყებელში"მუშაობისას გაიცნო და მას შემდეგ მეგობრობენ. რა მოხდება "1002 ღამის"ეთერში, ამის ნახვა ყველაზე ცნობისმოყვარე მაყურებელს ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ღამე შეუძლია.

საინტერესო თემებზე წამყვანები სტუმრების გარეშე ილაპარაკებენ, მაგრამ მონაწილეობის მიღება თითოეულ თქვენგანსაც შეუძლია, რადგან ეთერი თავისუფალია მაყურებლებისთვის. შეგიძლიათ, სატელეფონო ზარის საშუალებით ამა თუ იმ თემაზე თქვენი აზრიც დააფიქსიროთ.

საეთეროში მზადებაა, გია, როგორც ყოველთვის, საქმიანია და ბოლო დეტალებს ათანხმებს პროდიუსერებთან, მაგრამ არსად ჩანს მაკა. ამ დროს ვარკვევ, რომ წამყვანებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და ეს ყველაფერი ეთერამდე ორი კვირით ადრე. გია დაკავებულია, მაგრამ ინტერვიუსთვის მაინც იცლის. ვარკვევ იმასაც, რომ გადაცემა ყველაზე განსხვავებული იქნება ქართულ ტელესივრცეში.

გია:

- როგორც გადაცემის წამყვანი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეთერში ვბრუნდები. ამ პერიოდის განმავლობაში ნოსტალგია არ მქონია, რადგან ხშირად ვსტუმრობდი სხვადასხვა გადაცემას, ასევე ვმუშაობდი რადიოში და საერთოდ, აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. შინაგანი მოთხოვნილება გამიჩნდა, რომ ახალი გადაცემა გამეკეთებინა. ვფიქრობ, ქართულ ტელესივრცეში ამ სტილის გადაცემა არ არის. "1002 ღამე""პალიტრა TV"-ს ეთერში 6 მაისიდან კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს ღამის თერთმეტის ნახევარზე გავა. მინდა გითხრათ, რომ "1002 ღამე"აუცილებლად გავა ტელევიზიით, მაგრამ ამ ეტაპზე რაღაც გაუგებრობაა.

- როგორც გავიგე, თქვენსა და გადაცემის ერთ-ერთ წამყვან მაკა შალიკაშვილს შორის ამ ეტაპზე დაძაბული ურთიერთობაა.

- დიახ, როდესაც პროექტი "პალიტრა TV"-ს ხელმძღვანელობასთან მოვიტანე, თავიდანვე ვიცოდი, რომ ორი თანაწამყვანი მეყოლებოდა. ერთ-ერთი იქნებოდა მაკა შალიკაშვილი და მეორე - ჩემი მეგობარი ნატალია ტყეშელაშვილი. ნატალია თავის დროზე ზაზა შენგელიამ და კახა ბექაურმა "პირველ არხზე"მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. სარეკლამო სამსახურის უფროსად მუშაობდა. იქ გავიცანით ერთმანეთი. ის გახლავთ მარკეტინგის სპეციალისტი, ძალიან კარგად იცის, როგორ იყიდება გადაცემა და რა უნდა მივიდეს მაყურებლამდე, რომ დააინტერესოს, ამიტომ ავირჩიე ნატალია. მიყვარს რისკი, სიახლე, რატომაც არა, იბადება ახალი სახე. ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და განათლებული ადამიანია. სამზარეულოს ბოლომდე ვერ გაგიხსნით, მაგრამ ამის გამო მოხდა განხეთქილება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ნახეთ ვიდეო: "შავი ავაზა", რომელმაც მაკა შალიკაშვილი გააღიზიანა - კონფლიქტით დაწყებული ახალი შოუ "1002 ღამე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება