რატომ თქვა უარი "ცეკვებში" მონაწილეობაზე გამოჯანმრთელებულმა სალომე ჭაჭუამ

რატომ თქვა უარი "ცეკვებში" მონაწილეობაზე გამოჯანმრთელებულმა სალომე ჭაჭუამ

სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, ასევე მოუთმენლად ელოდნენ მათ ქორწილსაც, რომელიც ისეთი ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ წლის ქორწილის ნომინაციაში ალბათ აუცილებლად მოხვდება.

ქორწინებიდან რამდენიმე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ამბობდნენ, იმის საშიშროებაა, რომ ვეღარ იცეკვოსო. ჩვენ სალომეს ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით და ამასთან ერთად, ოჯახური ცხოვრების ამბებიც გამოვკითხეთ.

- იცით, რომ ხერხემალთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნა, მაგრამ, საბედნიეროდ, მკურნალობამ შედეგი გამოიღო და უკეთესად ვარ. სიმართლე გითხრა, ისეთი საგანგაშოც არაფერი მქონია, როგორც ეს პრესამ აიტაცა. მსგავსი ტიპის პრობლემები ხშირია სპორტსმენებსა და მოცეკვავეებში და გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი. ახლა მთავარი ისაა, რომ მკურნალობას ექვემდებარება.

- სამკურნალოდ უცხოეთში აპირებდი გამგზავრებას და სხვადასხვა კლინიკაში გადაგზავნილი გქონდა ინფორმაცია ჯანმრთელობის მგდომარეობის შესახებ.

- კი, ასე იყო, მაგრამ აქაური ექიმები დამეხმარნენ და გამგზავრება აღარ გახდა საჭირო, თითქმის გამოვჯანმრთელდი...

- ანუ აღარ არის იმის საშიშროება, რომ ვეღარ იცეკვებ?

- არა. ჩემი აზრით, ესეც გაზვიადებული იყო, ეს თემა მოხსნილია, ჩვეულებრივად ვცეკვავ და ვვარჯიშობ.

- მაშინ რატომ არ მიიღე მონაწილეობა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონში? ეს შენი გადაწყვეტილება იყო თუ ორგანიზატორების?

- ჩემი გადაწყვეტილებით, ამ სეზონზე დასვენება ვარჩიე, მინდა, მაყურებელმა ჩემგან დაისვენოს, შემდეგ რა იქნება, წინასწარ არ ვიცი.

- დღესდღეობით შენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვებისთვის ცეკვის შესწავლით შემოიფარგლება?

- მანამდეც ასე ვიყავი და დღესაც ასე ვარ. ჩემსავე სტუდიაში ვასწავლი ბავშვებს და თავადაც ვვარჯიშობ. მკურნალობის გამო ორთვიანი პაუზა ავიღე, მაგრამ ახლა უკვე წყვილში ვარჯიშს ვიწყებ და ტურნირებში აქტიურად ჩავებმები.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება