მაკა შალიკაშვილი: "ერთი გამოაგდეს და მეორე როგორ დარჩა, ახლაც ვერ ვხვდები"

მაკა შალიკაშვილი: "ერთი გამოაგდეს და მეორე როგორ დარჩა, ახლაც ვერ ვხვდები"

გუშინ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონის საკონკურსო კინოტურში ვარსკვლავებს ცეკვა მაინცდამაინც არ გამოუვიდათ, ყოველ შემთხვევაში, ცეკვის ექსპერტმა გოჩა ჩერტკოევმა ასეთი შეფასება გააკეთა...

თუმცა გუშინ ვიღაცებს მართლა გაუმართლათ: ცეკვა მეტ-ნაკლებად "თიელმა" და თიკა ჯამბურიამ შეძლეს. გაუმართლა კიდევ ორს - ნუგზარ რუხაძესა და გია ჯაჯანიძეს, მათი ხანდაზმულობის მიუხედავად, პროექტში რჩებიან. შოუ გიორგი ნაზღაიძემ დატოვა.

ჩვენ მსახიობ მაკა შალიკაშვილს დავუკავშირდით და მისი მეგობრების - გიორგი ნაზღაიძისა და გია ჯაჯანიძის შესახებ (შოუში მონაწილეობაზე) კომენტარი ვთხოვეთ.

მაკა შალიკაშვილი:

- ჩემი თანაწამყვანები - გიორგი ნაზღაიძე და გია ჯაჯანიძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონში რომ ჩაერთვნენ, ძალიან გამიხარდა. გია ბედიღბლიანი კაცია, ამის მაგალითი გუშინდელ შოუში კიდევ ერთხელ გვაჩვენა, საწაულად გაძვრა. რა, როგორ გააკეთა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ისევ შოუშია. არადა, ცხოვრებაში არ მიცეკვიაო, - ამბობს, მაგრამ ყოველთვის რაღაცას ახერხებს. ჟიურის წევრების გულის მოგებაც შეძლო: ბატონი ლევანის კეთილგაწყობა დაიმსახურა, ასევე გოჩა ჩერტკოევის გულისმოგებაც გამოუვიდა... ჯაჯუნა მაგარია! ამიტომ აღფრთოვანებული და გახარებული ვარ. ასე რომ, ამის შემდეგ არაფერია გამორიცხული...

- კი, ბატონმა ლევანმა უთხრა, ექსტრასენსი ხარო... ჰოდა, როგორც ჩანს, დახმარებისთვის ''მოუხმო'' გარე ძალებს და გაძვრა...

- ეს კაცი გამოუცნობი ფენომენია... რაც შეეხება გიორგი ნაზღაიძეს, გული მწყდება, რომ პირველივე ტურში გამოვარდა. არ იყო პროექტიდან გამოსაშვები. ბევრი თაყვანსიმცემელი ჰყავს, უყვართ, თან, ჟიურისაც არ შეუფასებია დაბალი ქულებით, მაგრამ ესეც ბედია, რაც საწყენია.

ისე, მგონია, რომ ამ შოუში ყველაფერი წინ არის. შეიძლება, მონაწილეები ისე გაიხსნან და თავი გაიგიჟონ, რომ ეს შოუ მაგრად ''გაფერადდეს''. თუმცა გია ჯაჯანიძე ვფიქრობ, რომ პროექტში უკვე ერთ-ერთი მკვეთრი ფერია. მინდა, რომ ისეთი არტისტულობა გამოავლინოს, რომ ყველას პირი დააღებინოს...

- კიდევ გყავს შენი ფავორიტები?

- ძალიან მომწონს თიკა ჯამბურია, მიშა მესხი, ის ჩემია, ძალიან მიყვარს და უნდა გაიმარჯვოს!

- შენ რომ მიგიწვიონ მეხუთე სეზონზე, იცეკვებ?

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ დამიძახონ, ალბათ დათანხმება გამიჭირდება. ეს ყველაფერი უძნელესად მეჩვენება, მაგრამ იმდენად მომწონს ეს პროექტი, რომ ვნახოთ...

მოკლედ, მაყურებელს და ჟიურის არ აინტერესებს, გიცეკვია თუ არა ოდესმე. შედეგი უნდა დადო, თავი არ უნდა შეირცხვინო. თუ წახვედი შოუში, უნდა იცეკვო!

- ასე რომ, შენი მეგობრებიდან გიას გაუმართლა, გიორგის კი - არა...

- კი, ასეა. არადა, ჯაჯო ხომ სულ იმას ამბობს, - ბებერი ვარო და ისე მსუბუქად აირბენს კიბეზე და ჩამოირბენს, რომ იმის ყურებით მე ვიღლები. გუშინ ფორმაში იყო. ვიმეორებ, გაოცებული ვარ მისი ბედ-იღბლით.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება