ლიზა ბაგრატიონი კვლავ შეყვარებულია - მომღერლის რჩეული ალტისტია

ლიზა ბაგრატიონი კვლავ შეყვარებულია - მომღერლის რჩეული ალტისტია

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი რამდენიმე წელია, აქტიურად აღარაა ჩართული ქართულ შოუბიზნესში. ინტერვიუებზე იშვიათად თანხმდებოდა და თუკი პრესასთან მაინც გადაწყვეტდა გასაუბრებას, გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც წყვეტდნენ, ვინ ყოფილიყო სცენაზე, აღარ ახსენდებოდათ. ჩემთვის მაინც ვმღერი და აუცილებლად დავბრუნდებიო, მუდამ აღნიშნავდა მომღერალი.

სიმღერის გარდა მისი საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს უკავშირდება, ერთ-ერთ ცნობილ ღვინის კომპანიაში მუშაობს პიარმენეჯერად. ბევრჯერ უთქვამს, რომ თავს შემოქმედ ადამიანად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ ახლანდელი შემოქმედებითი პაუზა უბრალოდ შესვენებაა და აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.

ლიზა ბაგრატიონს გვარის გამო არასდროს ჰქონია ოჯახში რაიმე შეზღუდვა. ყოველთვის თვითონ წყვეტდა, რა ჩაეცვა, რომელი გვარის წარმომადგენელთან ემეგობრა და ვინ შეეყვარებინა. ბებიამისს, რომელიც ასევე სამეფო გვარის სისხლს ატარებდა, მხოლოდ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა.

არ უნდოდა, ლიზა გარუჯულიყო, რადგან მიაჩნდა, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელ ქალს გარუჯულს არ უნდა ევლო. მისი სურვილი იყო, ლიზას თმა არ შეეჭრა. ფიქრობდა, რომ ბაგრატიონის ქალებს გრძელი თმა უნდა ჰქონოდათ. ბაგრატიონების გვარის წარმომადგენლების ერთ-ერთ ასეთ სახასიათო გამოვლინებას ლიზა, რასაკვირველია, არ ემორჩილებოდა.

კარგი გვარის ოჯახში გაზრდილ ბავშვს ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერა უნდა სცოდნოდა, მაგრამ ლიზამ ფორტეპიანოზე დაკვრა ვერ შეიყვარა.

მართალია, როგორც უკვე მოგახსენეთ, ლიზას შემოქმედებითი პაუზა აქვს, მისი პირადი ცხო-ვრება ყოველთვის განხილვის საგანი ხდება. მომღერლის პირველი მეუღლე გიორგი ლეონიძე იყო, რომელიც წლების წინ ''პირველი არხის'' დირექტორად მუშაობდა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

იხილეთ ასევე: ლიზა ბაგრატიონი მეგობარ მამაკაცთან ერთად ნიუ-იორკში (+4 ფოტო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება