"ცოლს უღალატა და სიმამრმა არ აპატია" - მარნეულში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"ცოლს უღალატა და სიმამრმა არ აპატია" - მარნეულში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

შემთხვევა, რომელმაც მარნეულის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის პატარა მაღაზიაში სისხლიანი კვალი დატოვა, ალბათ "მარადიული კონფლიქტების" ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა, რასაკვირველია, ეს ოდნავაც არ ცვლის ამაზრზენი დანაშაულის საბოლოო შედეგს, - როცა პატარა სურსათო მაღაზიაში 30 წლის ნაზიმ მამედოვი სიმამრის ნასროლი ტყვიით სისხლისაგან იცლებოდა, თვით ის ხალხიც იფარებდა თვალებზე ხელს, ვისაც მსგავსი შურისძიება გამართლებულად მიაჩნია. არადა, ალბათ ყველა ჩვენგანს გვითქვამს, რომ შვილის დაჩაგვრისა და შეურაცხყოფის გამო ყველა დანაშაული შეიძლება ჩაიდინო…

დილაადრიან სახლიდან გასული ნაზიმი ის იყო, მუშაობას უნდა შესდგომოდა, რომ მაღაზიაში ჯერ აფეთქების ხმა გაისმა, რაც თვითნაკეთი ყუმბარის შეგდებას მოჰყვა, შემდეგ კი იქ რევოლვერით შეიარაღებული მამედოვის ყოფილი სიმამრი, ხალიდ გასანოვი შევარდა, ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო და ყოფილ სიძეს თავში საკონტროლო გასროლით მოუღო ბოლო. ყოფილმა სიმამრმა მაღაზია აუჩქარებლად დატოვა, გაქცევა არც უცდია.

ვ. შ; მარნეულის მკვიდრი:

- ორივეს ვიცნობ, ნაზიმსაც და ხალიდსაც. არც ერთი არ იყო ცუდი კაცი, მშრომელი ხალხია… ვინ იფიქრებდა, რომ დიდი უბედურება მოხდებოდა…

- როგორ მოხდა? საიდან დაიწყო კონფლიქტი?

- როგორ და ნაზიმს ხალიდის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად და ცოლს უღალატა… სხვა ქალი შეუყვარდა. გოგოს სხვა წასასვლელი სად უნდა ჰქონოდა და მამასთან მივიდა. ხალიდი უვლიდა შვილსაც და შვილიშვილებსაც. აჭმევდა და ასმევდა.

- ღალატში რა იგულისხმეთ, ნაზიმს ვინმე შეუყვარდა და ცოლმა ეს გაიგო?

- მარტო კი არ შეუყვარდა, ცოლადაც მოიყვანა. თანაც ეს გოგო მაგის პირველი ცოლის ნათესავია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ