სვეტიცხოვლიდან მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამი ჯვარი გადააბრძანეს

სვეტიცხოვლიდან მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამი ჯვარი გადააბრძანეს

სვეტიცხოვლიდან მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამი ჯვარი გადააბრძანეს. ჯვრები სვეტიცხოვლიდან დღეს სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად გამოაბძანეს და სამი მიმართულებით წააბრძანეს. ამ მიზნით პატრიარქმა ჯვრები სვეტიცხოველში ჯერ კიდევ ხარების დღესაწაულზე აკურთხა.

ჯვრების გამობრძანებამდე სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვართაღმართების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღევლინა. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარის, დეკანოზ ბესარიონ მენაბდეს თქმით, ჯვართაღმართების დღესასწაული პირველია მცხეთაში, მას შემდეგ რა კათოლიკოს-პატრიარქმა სტატუსი აღუდგინა დედაქალაქ მცხეთას და ამიერიდან იგი იწოდება წმინდა დედაქალაქ მცხეთად.

მისივე განცხადებით, ჯვართაღმართება მირიან მეფის მიერ არის დაწესებული, უძველესი დღესასწაულია და მისი არსი არის ის, რომ სამი ჯვარი სვეტიცხოვლიდან მიემერთება სამი მიმართულებით, მაშინდელი ზეციური სასწაულის მიხედვით, ესენია მცხეთის ჯვარი, თხოთისა და უჯარმის ტაძრები.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, წინა წელს იქ აბრძანებული ჯვრები გადაბრძანდება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში, ძირითადად სასაზღვრო რაიონებში. კერძოდ, ჯვრის მონასტრიდან ჯვარი ბოდბეში წაბრძანდება, თხოთის მთიდან - მესტიაში, უჯარმიდან კი - ახალგორში, ე.წ. საზღვართან ახლოს აღიმართება. "ეს გაგრძელდება ასე, სანამ თითქმის ყველა ეპარქიაში ეს წმინდა ჯვრები არ იქნება აღმართული", - განაცხადა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ.

აღდგომიდან მე-3 კვირას, დღეს მართლმადიდებებლი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდა.

ჯვართაღმართების უძველესი დღესასწაული 2007 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა. საეკლესიო გადმოცემით, ხარება დღეს წმინდა ნინოს ლოცვით, მცხეთის ჯვრის ფერდობზე, ძუძუს წყაროსთან, მოიჭრა სასწაულმოქმედი ხე, რომლისგანაც სამი ჯვარი შეიქმნა. ამის შემდეგ უფალმა ზეცაში უჩვენა გზები, თუ სად უნდა გადაბრძანებულიყო ეს ჯვრები. ზეციური სასწაულის მიხედვით, ერთი ვარსკვლავი მცხეთის ჯვარზე გაჩერდა, მეორე - თხოთის მთაზე და მესამე - უჯარმაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია