ვინ არის ВКонтакте-ს მფლობელი ქართველი მილიარდერი?

ვინ არის ВКонтакте-ს მფლობელი ქართველი მილიარდერი?

აპრილში ცნობილი გახდა, რომ პოპულარული სოციალური ქსელის ВКонтакте-ს დაამარსებელი პაველ დუროვი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან აქციონერებმა გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ВКонтакте-ს ყოველთვიურად დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი სტუმრობს, რასაც კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის მოგება მოაქვს.

ქართველი მკითხველისთვის კი ყველაზე საინტერესო ისა არის, რომ ВКонтакте-ს ერთ-ერთი დამაარსებელი ეროვნებით ქართველი მილიარდერი, ვიაჩესლავ მიხეილის ძე მირილაშვილია.

სოციალური ქსელი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა პაველ დუროვმა სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებთან კომუნიკაციისთვის შექმნა.

"ფეისბუქის" შემქნელის, მარკ ცუკერბერგის მსგავსად, არც დუროვს უსწავლია პროგრამირება უნივერსიტეტში. დურორვმა ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

უნივერსიტეტში სწავლის დროს დუროვი სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებს აწარმოებდა და საკუთარი ვებგვერდიც ჰქონდა, სადაც სტუდენტები გამოცდების პასუხებს ნახულობდნენ. ზუსტად ამ იდეამ უბიძგა მას შეექმნა ისეთი რესურსი, სადაც სტუდენტები ერთმანეთთან კომუნიკაციას დაამყარებდნენ და ინფორმაციას გაცვლიდნენ.

ВКонтакте ოფიციალურად 2006 წლის 10 ოქტომბერს შეიქმნა. 2007 წელს კი დუროვის სოციალურმა ქსელმა რუსეთში პოპულარობით ქსელ "ოდნოკლასნიკს" გაუსწრო, რომელიც საქართველოშიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა.

ამა წლის იანვარში ВКонтакте- ახალ დომეინზე გადავიდა - VK.COM.

ახლა კი აღნიშნულ სოციალურ ქსელზე რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ, სადაც ქართველი ბიზნესმენის სახელი იკვეთება...

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია