"გულწრფელად ვწუხვარ და თუ შესაძლებელია, მაპატიეთ" - რისთვის იხდის ბოდიშს ნინა წკრიალაშვილი

"გულწრფელად ვწუხვარ და თუ შესაძლებელია, მაპატიეთ" - რისთვის იხდის ბოდიშს ნინა წკრიალაშვილი

პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მომღერალი ნინა წკრიალაშვილი გამოჩნდა. მართალია, პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ მისი რეიტინგულობის ფონზე, გადამღებმა ჯგუფმა გარისკა და ორ სერიაში მიიწვია. თუმცა გარკვეული კასტინგის გავლა მაინც მოუხდა. მისი ნამუშევარი ბევრს მოეწონა, ბევრს კი - არა. რაც შეეხება მის შვილს, როგორც თავად მომღერალი ამბობს, დედას შესრულებული როლი მოუწონა.

"ჩემ შვილს მოეწონა. შენც დოდოშკასავით დაუნი ხარ, ამიტომ არ გაგიჭირდა თამაშიო, დამცინა სანდრომ. რაც ხარ, იმას თამაშობო", - ამბობს ნინა წკრიალაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. სწორედ ამ ფრაზის გამო დღეს მომღერალს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია, ვინაიდან ტერმინით "დაუნი", დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ნათქვამის გამო ნინა წკრიალაშვილი ბოდიშს Facebook-ზე იხდის:

Facebook/ ნინა წკირალაშვილი, მომღერალი:

"ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი დაუნის სინდრომის მქონე ყველა ბავშვს და მათ ოჯახებს, ჩემი დაუფიქრებელი გამოთქმის გამო :(( გულწრფელად ვწუხვარ და თუ შესაძლებელია, მაპატიეთ", - წერს წკრიალაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

"საკუთარ თავთან ბევრი პრეტენზია მაქვს" - ნინას პირველი კომენტარი ''ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენის შემდეგ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება